მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა საზღვარგარეთ რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების დაცვის კონცეფცია დაამტკიცა

63173281506b4
ვიქტორია მღებრიშვილი
06.09.22 16:03
919
რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის საზღვრებს გარეთ რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფციის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი, სადაც აღნიშნულია, რომ დოკუმენტი ჰუმანიტარული პოლიტიკის ამოცანებისა და ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით დამტკიცდა.

5 სექტემბერს გამოქვეყნებულ და ძალაში შესულ დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი საზღვარგარეთ რუსეთის ფედერაციის ეროვნული მიზნები, ამოცანები და პრინციპები. ეს კი, თავის მხრივ, მოიცავს რუსულ რელიგიურ-ზნეობრივ, კულტურულ, ხალხთაშორის კავშირების ინტერესებს და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებას ღია, სამართლიანი და არადისკრიმინაციული გზით.

31-გვერდიან კონცეფციაში ქვეყნების მიხედვით არის გაწერილი ის სამუშაო, რომელიც ამა თუ იმ თანამეგობრობასა თუ ქვეყანაში უნდა გატარდეს; მათ შორის საუბარია საქართველოზე.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების მიხედვით, „ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ასევე მოლდოვასთან და საქართველოსთან ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების განვითარების პირობებში გათვალისწინებული უნდა იქნას აღნიშნულ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხები“.

ამავე ბრძანებაში ცალკე მუხლი ეთმობა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს: „პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება კულტურის, მეცნიერების, განათლების, ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტის, ტურიზმის კუთხით პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან: დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან“.