მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინს ახალი კანონით 2036 წლამდე პრეზიდენტობის უფლება მიეცემა

605b988d27657
თამთა ჯიჯავაძე
24.03.21 23:55
2288
რუსმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონს, რომელიც ვლადიმერ პუტინის მმართველობის გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, რუსული მედიის ცნობით, ახალი კანონმდებლობით კრემლის ლიდერს ორი დამატებითი ვადით კენჭისყრის უფლება ეძლევა, რაც მას შესაძლებლობას მისცემს მმართველობაში 2036 წლამდე დარჩეს. 

კანონს პარლამენტის ზედა პალატამ მარტის ბოლოს უნდა უყაროს კენჭი, რომლის დამტკიცების შემდეგაც მას თავად პუტინი მოაწერს ხელს.

აღსანიშნავია, რომ პუტინი უკვე 20 წელზე მეტია, რაც რუსეთის მთავრობის სათავეშია. ამჟამინდელი მანდატი მას 2024 წელს ეწურება, რის შემდეგაც მას კიდევ მიეცემა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება.