მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Reuters: 2024 წელს პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში დარჩება

რუსეთის პრეზიდენტი

ვლადიმერ პუტინმა მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, ეს ნაბიჯი მას ხელისუფლებაში მინიმუმ 2030 წლამდე დატოვებს - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ექვს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"გადაწყვეტილება მიღებულია - ის იყრის კენჭს", - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც ამ გეგმის შესახებ ინფორმაციას ფლობს.

ამასთან, სხვა წყაროებმა, რომლებმაც ასევე იციან კრემლის გეგმები, დაადასტურეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და პუტინის მრჩევლები არჩევნებში მისი მონაწილეობისთვის ემზადებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა დიპლომატმა, ჯაშუშმა და ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ პუტინის ხელისუფლებაში უვადო დარჩენას ელიან, პუტინის ხელახლა არჩევის გეგმებზე რაიმე კონკრეტული დასტური ამ დრომდე არ ყოფილა.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია და დასძინა: „კამპანია ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა“.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები