მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქი იტალიაში, სადაც ცხოვრების მსურველებს ქირის ფულს მთავრობა გადაუხდის

5e4d7afa6b69f
თამთა ჯიჯავაძე
20.02.20 00:20
3520
იტალიის პატარა ქალაქი თეორა, პოტენციური მცხოვრებლების მისაზიდად კამპანიას იწყებს. კერძოდ, მთავრობა ქალაქში ცხოვრების ახალ მსურველებს ყოველთვიური ქირის ფულით უზრუნველყოფს. საუბარია 150 ევროზე.

CNN-ის ცნობით, შეთავაზების მიზანი ქალაქში ახალი მაცხოვრებლების მიზიდვაა. თეორაში ცარიელი სახლის ქირაობა საშუალოდ 200 ევრო ღირს, გამოდის რომ პოტენციურ მცხოვრებს მხოლოდ 50 ევროს გადახდა მოუწევს იმისათვის, რომ თეორაში დასახლდეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კამპანიები იტალიის არაერთმა ქალაქმა წამოიწყო, თუმცა, ძირითად ისინი სახლების 1 ევროდ მიყიდვას სთავაზობენ მსურველებს. თეორამ ამ სტარტეგიის შეცვლა გადაწყვიტა იქიდან გამომდინარე, რომ ფიქრობენ, 1 ევროდ ადამიანები სახლებს ყიდულობენ, თუმცა, შემდეგ საცხოვრებლად იქ აღარ გადადიან, რაც როგორც წესი, ამ შეთავაზების მთავარ მიზანს წარმოადგენს.

„მე არ მჯერა ცარიელი სახლების 1 ევროდ გაყიდვის, რომელიც ადამიანებს არ აღუძრავს სურვილს იმ ქალაქებში იცხოვრონ. მყიდველები მსგავს შემთხვევაში უბრალოდ არდადეგების გასატარებლად ჩადიან იქ. ეს არ არის ვითარებიდან გამოსავალი. თუმცა, თუ ახალი მცხოვრებლები ჩამოვლენ, აქ იცხოვრებენ, ბავშვებს ადგილობრივ სკოლებში შეიყვანენ, აი ეს კი იქნება ახალი ცხოვრება ქალაქისთვის“, - განაცხადა თეორას მერმა სტეფანო ფარინამ.

მისივე თქმით, ახალ მაცხოვრებლებს ქალაქის სკოლებში საკვების გადასახადი მოეხსნებათ, ასევე ადგილობრივი სერვისების გადასახადსაც არ გადაიხდიან.

როგორც მერი ამბობს, თეორას მოსახლეობა 1980 წლის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. მისივე თქმით, წლის განმავლობაში თეორაში მხოლოდ ორი ბავშვი იბადება, 20 ადამიანი კი კვება. ქალაქში, რომელიც იტალიის კამპანიის რეგიონში მდებარეობს, დაახლოებით 1 500 ადამიანი ცხოვრობს.