15.აპრილი .2021 22:41

ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურებას შორის სხვაობის აღმოფხვრის სავარაუდო პერიოდი 36 წლით გაიზარდა - WEF

ქალებისა და მამაკაცების ანაზღაურებას შორის სხვაობის აღმოფხვრის სავარაუდო პერიოდი 36 წლით გაიზარდა - WEF
views 530
უკან

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინფორმაციით, ქალებისა და კაცების ანაზღაურებას შორის სხვაობის აღმოფხვრის სავარაუდო პერიოდი 36 წლით გაიზარდა - მიზეზი პანდემიის გავლენაა. ამის შესახებ Business Insider-ი წერს. 

უფრო კონკრეტულად, 2019 წლის დეკემბერში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სქესის მიხედვით ანაზღაურების გათანაბრების სავარაუდო ვადად 100 წელი მოიაზრებოდა, თუმცა მოლოდინი შეიცვალა და ახლა კი ეს მონაცემი 136 წლამდეა გაზრდილი. 

ამასთან, აღნიშნულია, რომ მონაცემები ჯერ კიდევ სრულად არ ასახავს პანდემიის გავლენით მიღებულ ცვლილებებს და მაჩვენებლები შეიძლება კიდევ შეიცვალოს. 

როგორც მოხსენებაშია წარმოდგენილი, წინასწარი მტკიცებულებების მიხედვით გამოიკვეთა, რომ პანდემიისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების უარყოფითი გავლენა ქალებზე უფრო მძიმედ აისახა, ვიდრე მამაკაცებზე. 

ცნობისთვის: მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა მონაცემები 157 ქვეყნის მასშტაბით გამოითვალა.