ქართულ - ესპანური ინვესტიციით აგურის წარმოების ამოქმედებას „კერამიკა ელ ტორენტე პლიუსი“ მიმდინარე წლის აპრილში გეგმავდა, თუმცა ქარხნის ოფიციალური გახსნის თარიღმა ოქტომბრის ბოლოსთვის გადაიწია. ესპანურმა კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტემ“ ესპანეთიდან ქარხნის საქართველოში გადმოტანა 2018 წელს გადაწყვიტა და „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის პროცესი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო.
„კერამიკა ელ ტორენტე პლიუსის“ დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, რომ საწარმოს ამოქმედების თარიღის გარდა პროექტის დაფინანსების პირობებიც შეიცვალა. მისი ინფორმაციით, ქარხნის საინვესტიციო ღირებულება 10 მლნ ლარია და თუ ადრე პროექტში საპარტნიორო ფონდის ფინანსური თანამონაწილეობა იყო, დღეს კომპანია სააგენტო „აწარმოე საქართველოშის" საკრედიტო საგარანტიო სქემის ბენეფიციარია და სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა და საგარანტიო თანხის მოცულობა 3.5 მლნ ლარია.
„საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობამ ესპანელ პარტნიორებთან ურთიერთობა უფრო გაამყარა, რადგან მათ ამ რთულ პერიოდში ჰქონდათ გარანტია, რომ წარმოება ამოქმედდებოდა და მეორე - ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა სახელმწიფოს ფინანსური ხელშეწყობა“, - აღნიშნა ვასილ ბაბლუანმა.
„კერამიკა ელ ტორენტე პლიუსის“ დამფუძნებელი ქარხნის ამოქმედების შეფერხების მიზეზად პანდემიას ასახელებს.
„მოგეხსენებათ, ესპანური წარმოება გადმოგვაქვს საქართველოში. პანდემიამ ეს პროცესები გარკვეულწილად შეაფერხა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარების ტრანსპორტირება დროში გაიწელა. დღეს ქარხანა უკვე აწყობილია, ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა, ზოგადად, ევროპული სტანდარტებით; ახლა მიმდინარეობს ღუმელის მოწყობის სამუშაოები“, - განაცხადა ვასილ ბაბლუანმა და დასძინა, რომ ქარხანა 40-50 ადამიანს დაასაქმებს - ძირითადად ადგილობრივებს.
„საწარმოს წარმადობა 100 000 – 120 000 ცალი აგურია დღე-ღამეში, თუმცა საწყის ეტაპზე ეს მოცულობა არ გვექნება და ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე ავამოქმედებთ ქარხანას. აგურის წარმოება, პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზრის მომარაგებაზე იმუშავებს, ხოლო გრძელვადიან გეგმებში ექსპორტზე გასვლაც შედის“, - აღნიშნა „კერამიკა ელ ტორენტე პლიუსის“ დამფუძნებელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?