უცხოელების მხრიდან გამოხატული დაინტერესების გამო „ლივლივი“ ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. გვანცა გელოვანის მიერ დაარსებული კომპანია ორ პროდუქტს ქმნის. ესენია სამაგიდო თამაში „ულალა“ და აბრეშუმის თავსაბურავები ქართული ორნამენტებით.
როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, გვანცა გელოვანმა უთხრა, ის ასევე გეგმავს etsy-ს პლატფორმაზე მაღაზიის გახსნას, რომელიც სწორედ ექსპორტზე პროდუქციის გატანის შესაძლებლობას მისცემს.
„ამჟამად გვაქვს ონლაინ მაღაზია Facebook-ზე და Instagram-ზე, ასევე „ლივლივის“ პროდუქციის ნახვა შესაძლებელია საიტზე www.qsovili.ge. ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოში ვყიდით პროდუქციას, თუმცა ექსპორტზე გატანას ვაპირებ უახლოეს მომავალში, რადგან ძალიან დიდი დაინტერესება წამოვიდა უცხოელებისგან, რომლებიც მწერენ და უნდათ თავსაბურავების შეძენა. ვაპირებ etsy-ს პლატფორმაზე მაღაზიის გახსნას, რომელიც ექსპორტზე გასვლის საშუალებას მომცემს. ონლაინ გაყიდვების მეშვეობით ამ თვეში მაგალითად 40 ცალი შარფი გავყიდე. სამაგიდო თამაში კი საშუალოდ 20-30 იყიდება, ეს ყველაფერი კი ყოველგვარი რეკლამის გარეშე. ველოდები გაყიდვების გაზრდას“, - ამბობს გელოვანი.
რაც შეეხება თავად პროდუქციას, დამფუძნებლის თქმით, კომპანიის შექმნის იდეა 2019 წელს მოუვიდა და პირველი პროდუქტი სამაგიდო თამაში „ულალა“ იყო, რომელიც ქართული სუფრის ტრადიციებზეა დაფუძნებული.
„ილუსტრაციებზე არიან გამოსახული ქართველი მეფე, დედოფალი, აჭარელი ვაჟი, კინტო, მწვადი, ხინკალი, ყანწი და ქვევრი. ილუსტრაცია მთლიანად ჩემი შექმნილია. „ლივლივის“ მეორე პროდუქტი კი არის აბრეშუმის თავსაბურავები, რომელთა დიზაინსაც თავად ვხატავ. ახლა კი თიბისი ბანკის პროექტ „ქართულ ქსოვილში“ ვარ ჩართული და ამ პროექტის ფარგლებში შევქმენი 5 დიზაინი ძველი ქართული ორნამენტების გამოყენებით“, - ამბობს გვანცა გელოვანი.
რაც შეეხება პანდემიის გავლენას ბიზნესზე, როგორც გელოვანი ამბობს, ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებამ გაყიდვები შეამცირა, თუმცა ამჟამად გაყიდვებმა და სხვადასხვა შეთავაზებებმა კვლავ მოიმატა.
მომავლის გეგმებზე საუბრისას გვანცა გელოვანი ამბობს, რომ სახელმწიფო პროექტებში აპირებს ჩართვას, რათა თანამშრომლები აიყვანოს და წარმოებაც გააფართოვოს.
„ვგეგმავ პროდუქტების დამატებას სხვადასხვა მიმართულებით. ვაპირებ ჩავერთო „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში მიკრო გრანტების მიმართულებით და მოვიპოვო დაფინანსება, რათა შევიძინო საბეჭდი მანქანა და თავად შევძლო სასურველი ილუსტაციის ნაჭერზე გადატანა. ეს ხარჯებსაც შეამცირებს და მრავალფეროვანი პროდუქტის წარმოების საშუალებას მომცემს. პროდუქციის გაზრდის შემდგომ, მინდა სხვადასხვა ხელოვანთან კოლაბორაცია და ლიმიტირებული კოლექციების გამოშვება“, - განმარტავს ის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის