24.ნოემბერი .2021 18:42

ქართული ბანკების აქტივებმა 59.6 მილიარდს გადააჭარბა - ბანკების რეიტინგი

ქართული ბანკების აქტივებმა 59.6 მილიარდს გადააჭარბა - ბანკების რეიტინგი
views 1986
უკან

ოქტომბერში საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ზომა წინა თვესთან შედარებით 1.03 მილიარდით, 59.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც სექტორის ზომის რეკორდული მაჩვენებელია. საბანკო ასოციაციის თანახმად, ოქტომბერში ყველაზე მაღალი ტემპით 1.23 მილიარდი ლარით “საქართველოს ბანკის” აქტივების ზომა გაიზარდა, “თიბისის” აქტივების ზომა კი 230 მლნ ლარით შემცირდა, თუმცა აქტივების მასშტაბით ბაზრის #1 კვლავ “თიბისი ბანკია”.

საქართველოს საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, კომერციული ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით ასე ნაწილდება:

1. თიბისი ბანკი - 22,742,396,523 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 4.67%
2. საქართველოს ბანკი - 21,901,939,006 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 8.31%
3. ლიბერთი ბანკი - 2,958,099,440 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი -0.80%
4. ვითიბი ბანკი - 2,125,302,962 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 3.81%
5. პროკრედიტ ბანკი - 1,875,182,489 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი -1.14%
6. კრედო ბანკი - 1,728,168,672 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 23.88%
7. ბაზის ბანკი - 1,725,437,856 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი -14.00%
8. ტერაბანკი - 1,354,173,900 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 7.16%
9. ქართუ ბანკი - 1,269,203,665 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი -9.75%
10. ხალიკ ბანკი - 869,584,945 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 36.89%
11. პაშა ბანკი - 443,053,110 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი -5.70%
12. იშ ბანკი - 393,535,257 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 20.23%
13. ზირაათ ბანკი - 141,502,363 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 9.89%
14. სილქ როუდ ბანკი - 81,351,968 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 2.12%.

ჯამი - 59,608,932,157 ლარი, აქტივების წლიური ზრდის ტემპი 4.81%.

ამასთან, ოქტომბერში დასრულდა “კრედო ბანკის” და “ფინკა ბანკის” შერწყმა, რითაც “კრედო ბანკი” აქტივების კუთხით #5 ადგილზე დამკვიდრდა 1.73 მლრდ ლარით. შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემაში 14 მოთამაშე დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა