2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მოგება 412 მილიონი ლარი იყო - ამის შესახებ ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებიდან ირკვევა.
ანგარიშგებების თანახმად, ბანკების ფინანსური შედეგები 2020 წელთან შედარებით რადიკალურად არის გაუმჯობესებული, რადგან 2020 წლის პირველ კვარტალში ბანკებს მოგების ნაცვლად 747 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდათ, რაც სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის 1.1 მილიარდი ლარის დარეზერვებით იყო განპირობებული. ქართული ბანკების საპროცენტო შემოსავალი პირველი კვარტლის განმავლობაში 1.1 მილიარდი ლარი იყო. რაც შეეხება ბანკების არასაპროცენტო შემოსავლებს (მოსაკრებლებს, საკომისიოებს) მან 243 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ყველაზე მაღალი - 192.4-მილიონიანი მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში "საქართველოს ბანკმა" გამოიმუშავა. წმინდა მოგების მხრივ მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი", რომელმაც 159.9 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო. მთლიანობაში "თიბისის" და "საქართველოს ბანკის" მოგება საბანკო სისტემის მოგების 85.5%-ია.
მესამე ადგილზეა "ლიბერთი ბანკი", რომლის მოგებაც 10.6 მილიონი ლარი იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი