მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ჩაის" ფარგლებში 1,024 ჰა ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებული - სააგენტო

5e1d87e2a12e7
თელარა გელანტია
14.01.20 13:18
1417
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართულ ჩაის” ფარგლებში რომელიც საქართველოს მთავრობამ 2016 წელს დაამტკიცა, 2019 წლის ნოემბრის ბოლოსთვის 1,024 ჰა ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებული.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა.

სააგენტოს ცნობითვე, პროგრამის ფარგლებში, ჩაის პლანტაციების რეაბლიტაციაში 2.5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 1,775,488 ლარს შეადგენს.

ამასთან, პროგრამის დაწყებიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით, „ქართულ ჩაის” ფარგლებში 49 განაცხადია დამტკიცებული.

შეგახსენებთ: „ქართული ჩაის“ მიზანია, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები