8 წლის განმავლობაში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 1700 ჰა ფართობის აღდგა, - ამის შესახებ გადაცემა „რედაქ2“-ში სტუმრობისას მეჩაიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, თენგიზ სვანიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს რაოდენობა იმ ფონზე, როცა 3-4 ათასი ჰექტარი პლანტაცია იყო ექსპლუატაციაში, მცირე არ არის.
„ასათვისებელი ტერიტორიის რაოდენობასთან დაკავშირებით უკვე დგას საშიშროება, რადგან შემორჩენილ ტერიტორიაზე, სხვა რაღაცეების დარგვა უკვე დაიწყო. ძირითადად ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენების დროს ჩაი ამოიძირკვა და ლურჯ მოცვზე გადაერთო. არის საშიშროება, რომ სარეაბილიტაციო პლანტაციებიც არ დარჩეს. გვქონდა წინადადება, რომ ის ტერიტორია, სადაც ჩაის პლანტაცია იყო გაშენებული, იჯარით გაიცეს, თუმცა პირობაში შევიტანოთ, რომ პროფილს არ შეიცვლის და იქ კვლავ ჩაი გაშენდება.
ჩაი საქართველოსთვის მცირე რაოდენობით, რასაც დღეისთვის ვაწარმოებთ, აუცილებელია, რომ საქართველომ ეს პროდუქცია აწარმოოს. ეს ეკონომიკისთვისაც ძალიან სასარგებლოა, რაც მთავარია სამუშაო ადგილები იქმნება. წინადადება წარდგენილია და განხილვის პროცესშია. ეს საკითხი უცებ ვერ გადაწყდება. თუ სარეაბილიტაციო ტერიტორია არ დარჩა, პროგრამასაც აზრი დაეკარგება და რაც მთავარია, შემდეგ რომ დაგვჭირდეს ჩაის კულტურის აღდგენა, გაჭირდება და გაძვირდება”, - განაცხადა თენგიზ სვანიძემ.