მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართული ეკონომიკა სწრაფად ცოცხლდება” - ეკონომიკის მინისტრი Fitch-ის შეფასებაზე

5f3a4193f2f00
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.20 13:00
1111
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად - „BB“ დონეზე დატოვა.

ეკონომიკის მინისტრის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, Fitch-ის გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ინვესტორების აზრით, საქართველოს ეკონომიკა სწრაფად ცოცხლდება.

„ეკონომიკური განვითარების 6 თვის სტატისტიკა როცა გამოქვეყნდა, მაშინაც ვამბობდით რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პირველი საიმედო ნიშნები არის. მართალია პრობლემა ძალიან ბევრია, მაგრამ ქართული ეკონომიკა სწრაფად ცოცხლდება, და Fitch-ის გადაწყვეტილება, რომელმაც ჩვენ უცვლელად დაგვიტოვა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინვესტორებიც, მათ შორის უცხოელები და ადგილობრივები, სწორედ ასე აფასებენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ვირუსთან ეფექტური ბრძოლის სტრატეგიის გამო, ინვესტორები საქართველოში კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს.

"საქართველოს ეკონომიკა, ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებების გამო და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის და საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გამო ძალიან სწრაფად შეძლებს აღდგენას და ეს მოლოდინია ზუსტად პოზიტიური მოლოდინი, რომ მომავალ წელს ჩვენი ეკონომიკა სწრაფად განვითარდება და ინვესტორები კიდევ უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს", - განაცხადა მინისტრმა.