მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანიის წარმატების 25 წელი, "ნაბეღლავი" ჯობია! ®

62a98ed1b36b7
BM.GE
15.06.22 12:05
1510
250-მდე განსხვავებული პროდუქტი და ექსპორტი 30 ქვეყანაში - ნაბეღლავისა და ბახმაროს მწარმოებელ, ქართულ კომპანია „წყალ მარგებელს“ 25 წელი შეუსრულდა.

ნაბეღლავი 1905 წელს აღმოაჩინეს, გადმოცემის თანახმად წყალი ხარებს მოსწონებიათ და სწორედ ასე მიაგნო ადგილობრივმა მოსახლეობამ უნიკალურ წყაროს. წყალი მე-20 საუკუნის , პირველ ნახევარში, ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა მკვლევარებმა შეისწავლეს. 1958 წლიდან ნაბეღლავის წყლის ქარხნული წარმოება დაიწყო, 1997 წლიდან კი მინერალური წყლის წარმოებას სათავეში ”წყალი მარგებელი” ჩაუდგა.

2017 წელს, სოფელ ნაბეღლავში ახალი ქარხანა გაიხსნა, რომელიც მრავალპროფილური სასმელების თანამედროვე ინდუსტრიის თვალსაჩინო ნიმუშია, იგი სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს და რეგიონის უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს. 20 000 კვადრატული მეტრის შენობა და ხიდი მდინარე გუბაზეულზე, გარე ინფრასტრუქტურა 3 ჰექტარზე, შვიდი თანამედროვე საწარმოო ხაზი - წყალი მარგებლის ქარხანა ფლაგმანია ქართული ინდუსტრიაში.

წყალი მარგებელი 10-მდე წარმატებულ ბრენდს აერთიანებს, ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხი, ჯეონატურა, ბუღა და სხვა. წარმოებული პროდუქცია ჩოხატაურის რაიონიდან მსოფლიოს 30 ქვეყანას მიეწოდება.

წყალი მარგებლის ქარხანაში 250-მდე განსხვავებული პროდუქტი იქმნება - მინერალური წყლები, ხილის წვენები, ნექტარები, გაზირებული და ენერგეტიკული სასმელები, ლიმონათი, ცივი ჩაი და სხვა უალკოჰოლო სასმელი. ქარხანაში შესაძლებელია პროდუქტის ყველა ფორმატითა და მასალით წარმოება.