ჩირის მწარმოებელი კომპანია „ჩიკორი“ ქართული თხილის სხვადასხვა სახეობისგან წასახემსებელი ნარევის წარმოებას იწყებს.
BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის პროდუქტების გაყიდვის მენეჯერი სანდრო მათიაშვილი ამბობს, რომ სატესტო წარმოება უკვე დაწყებულია და ქართული თხილეულის წასახემსებელი სარეალიზაციო ობიექტებში მომავალი კვირიდან შევა.
"ნუში, ნიგოზი, თხილი და მიწის თხილი - სხვადასხვა რეგიონში მოქმედი მეწარმეებიდან ქართული ნედლეულით დავიწყეთ ახალი პროდუქტის წარმოება, რომელიც დახლებზე მომავალი კვირიდან გამოჩნდება. თავდაპირველად იგეგმება სატესტო - 5 ტონა პროდუქტის წარმოება, თუმცა ვფიქრობთ, რომ წარმოება მომავალში გაიზრდება“, - ამბობს სანდრო მათიაშვილი.
მისივე თქმით, დღეს ბაზარზე ამ მიმართულებით ქართული პროდუქტის დეფიციტია, ამიტომ კომპანია ადგილობრივ მეურნეობებთან თანამშრომლობით შეეცდება ეს ნიშა შეავსოს.
„ქართული თხილეულის პროდუქტზე მოთხოვნა იყო, რადგან ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი ქართული ეტიკეტით ტყუვდება და ვხედავთ ისეთ პროდუქტს, რომელსაც ქართული წარწერა აქვს და გვგონია რომ ქართული პროდუქტია. „ჩიკორის“ ოთხი სახეობის თხილეულის ნარევი სრულად ქართული ნედლეულით დამზადებული პროდუქტი და საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარს ავითვისებთ.
ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს იმ მეწარმეებთან, ვისაც მოჰყავთ თხილის კულტურები და შესაბამისად მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ეს წარმოება“, - აღნიშნას კომპანიის პროდუქტების გაყიდვების მენეჯერი და დასძენს, რომ საწყის ეტაპზე „ჩიკორის“ თხილის ნარევი კომპანიის ვებგვერდზე ონლაინ გაიყიდება, ხოლო ეტაპობრივად მაღაზიებშიც გამოჩნდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი