მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის ცენტრი იქმნება

5e3e60d6c3bcf
BM.GE
08.02.20 11:18
1383
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონტრაციო ბაზაზე მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის მოწყობა დაიწყო. შეიქმნება ქართული ვაზის და ღვინის კულტურის ცენტრი, სადაც ლაბორატორიულ, საკონფერენციო, საოფისე, სადეგუსტაციო სივრცეებთან ერთად მოეწყობა ვაზის და ღვინის სამუზეუმო კუთხე, მარანი და ენოთეკა.

ვაზის, ხეხილოვანი და აგროსატყეო კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტეში, სოფელ ჯიღაურაში 80 ჰა ფართობზეა განთავსებული. ამ დროისთვის საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 470-მდე ქართული და 350 უცხოური ჯიში. იშვიათი ჯიშების სამრეწველო მიმართულებაში დაბრუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს.

ვაზის ხარისხიანი ნერგით ბაზრის უზრუნველსაყოფად სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესს 2019 წლიდან ახორციელებს. სერტიფიცირების სისტემა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და მათ გავრცელებას ადგილწარმოშობის ზონებში. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“ დახმარებით შეიქმენება მაღალი კატეგორიის სადედე ნარგაობები, რაც ხელს შეუწყობს ფერმერთა სადედე მასალით მომარაგებას.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აგრძელებს ქართული ვაზის ჯიშების და ველური ფორმების დნმ იდენტიფიკაციას, მონაცემთა ბაზის შექმნას და მის დაკავშირებას საერთაშორისო ინსტიტუციებთან. აღდგენილი ძველი ქართული ჯიშები დაიკავებს მნიშვნელოვან ადგილს ცნობილ წამყვან ჯიშებთან ერთად, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები