30.ივლისი .2020 10:47

ქრთამის აღებისთვის თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავეს

views 2062
უკან

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, ქრთამის აღების ფაქტზე, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი დააკავეს, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დგინდება, რომ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, გარე ვაჭრობის მფარველობისათვის მოქალაქეს ქრთამის სახით, ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა მოსთხოვა და შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 ივლისს მოქალაქეს აღნიშნული თანხა გამოართვა“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით), რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.  გამოძიებას აწარმოებს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა