მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2012 წელს სააკაშვილმა ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბარა,"- სენატორმა შაჰინმა საქართველოს მაგალითზე ისაუბრა

5ff6bc268668f
BM.GE
07.01.21 11:27
1100
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირებისთვის კონგრესის სპეციალური სხდომა გრძელდება. სხდომას წინ კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერთა ნაწილის შეჭრა უძღვოდა, რასაც კონგრესმენთა ევაკუაცია მოყვა. არეულობის დროს მომხდარ გასროლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არჩეულმა პრეზიდენტმა ჯონ ბაიდენმა მომხდარი დონალდ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს დაუკავშირა. თავად ტრამპმა კი განაცხადა, რომ მას არჩევნები "მოპარეს", მაგრამ მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველია. ჯინ შაჰინმა საქართველოს შესახებაც ისაუბრა. მან 2012 წლის არჩევნები გაიხსენა და თქვა, რომ ამ არჩევნებით საქართველომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება შეძლო.

„ის რაც დღეს ხდება, არ არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემა, ეს ასევე არის ახალგაზრდა დემოკრატიების პრობლემა, მთელს მსოფლიოში. როგორც სენატორმა რომნიმ თქვა, ჩვენ ისინი შეგვცქერიან, როგორც მაგალითს, ჩვენ ვართ ბრწყინვალე ქალაქი ბორცვზე. ჩვენ მათთვის, ვინც ჩაგვრას უმკლავდება, უკეთესი მომავლის იმედი ვართ.

ამ შენობაში მყოფთაგან ბევრის მსგავსად, მე ვმოგზაურობდი განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში, მთელს მსოფლიოში - ავღანეთიდან და ერაყიდან დაწყებული, დასავლეთ ბალკანეთის და აფრიკის ქვეყნებით დამთავრებული, და საქართველოში. 2012 წელს, საქართველოში ჩემს კოლეგასთან, სენატორ რიშთან ერთად ჩავედი, რათა ოფიციალურად, სენატის ეგიდით, დავკვირვებოდით არჩევნებს. არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და მოწინააღდეგე "ქართულ ოცნებას" შორის, რომელიც მილიარდერი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი და დაფუძნებული პარტია იყო, და ეს იყო ბრძოლა არა მხოლოდ პარლამენტზე, არამედ მთავრობაზე კონტროლის მოსაპოვებლადაც.

სენატორი რიში და მე, არჩევნების დღეს, უშუალოდ ვიმყოფებოდით რამდენიმე საარჩევნო უბანზე და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას დავეთანხმეთ, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნება“ იყო. მაგრამ, არსებობდა რეალური შეშფოთება ქვეყანაში იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ძალაუფლების დათმობას არ გეგმავდა. ეს შესაძლოა ძალადობის მიზეზი გამხდარიყო. ეს დაასრულებდა ახალგაზრდა, ახლადჩასახულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ტარდებოდა.

არჩევნების მეორე დღეს, ჩვენ შევხდით პრეზიდენტ სააკაშვილს. ნათლად მახსოვს, მივედით მასთან სახლში, დავსხედით და ვისაუბრეთ იმაზე, რომ დემოკრატიის მთავარი ნიშანი, რისთვისაც პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდა, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა იქნებოდა მისთვის, ვინც ამომრჩეველმა აირჩია. ამრიგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ მოგვისმინა და მან მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება. მნიშვნელოვანია მომავალი თაობა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიები ყველგან, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.