მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2021 წელს სპორტის დაფინანსებაში ₾50 მლნ დავხარჯეთ, 2022 წელს - 0 ლარი“ – „ევროპაბეთის“ფინანსური დირექტორი

62ad9e035ac99
ალა ისპირიანი
18.06.22 14:55
4521
„ევროპაბეთის“ფინანსური დირექტორის თქმით, ინდუსტრიამ გასულ წელს მხოლოდ სპორტის დაფინანსებაში 50 მლნ ლარი დახარჯა. აღნიშნული თანხა სხვა და სხვა სახის სოციალურ სპონსორობებთან ერთად კი - 70 მილიონ ლარს შეადგენდა. 

როგორც გიორგი ნიჟარაძემ გადაცემაში BMGDRIVE განაცახდა ახლა აზრს მოკლებულია, რომ სპორტულ ნაწილში ინდუსტრიამ ფული დახარჯოს.

„კონტენტია, რომელსაც ვერსად ვუშვებთ. არხი, ტელევიზია იქნება თუ ნებსიმიერი სხვა ჩვენთის აღარ არსებობს. შესაბამისად, აზრს მოკლებულია, რომ სპორტულ ნაწილში ფული დავხარჯოთ. ამასთან პროექტების სპოსორობის შეზღუდვა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილშიც მოგვიწია. მთლიან ინდუსტრიაში, დაახლოებით, რაც ერთად შევკრიბეთ, მხოლოდ სპორტული დაფინანსება 50 მლნ ლარი იყო. იყო კიდევ სხვა სახის სოციალური დასპონსორება, რაც ჯამში 70 მლნ ლარამდე ადის“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, 2022 წლის 1 მარტიდან საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა და აკრძალულ პირთა სია ამოქმედდა. სიის მომზადებაზე შემოსავლების სამსახურია პასუხისმგებელი. რეგულაციის თანამხმად, სათამაშო ბიზნესი 25 წლამდე ასაკის პირების თამაშისთვის 10 000 ლარით დაჯარიმდება. აღნიშნული რეგულაციების გამო სათამაშო ბიზნესს მათ შორის სპორტის მიმართულებით სპონსორობის შეჩერება მოუწია.