მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"3 არასწორი წარმოდგენა იქმნება ომიკრონის შესახებ" - ჭიაბერაშვილის მოსაზრება

61e06b152d396
თამთა ჯიჯავაძე
13.01.22 22:06
3422
3 არასწორი წარმოდგენა იქმნება "ომიკრონის" შესახებ, რაც ამცირებს საზოგადოებაში მოსალოდნელი რისკების აღქმას, - ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილი Facebook-ზე წერს.

მისი მოსაზრებით, აღნიშნული სამი არასწორი წარმოდგენაა: 

1. თითქოს საქართველოში ეს ახალი ტალღა მხოლოდ "ომიკრონის" ბრალია. აუცრელ ქვეყანაში "დელტას" ტალღა მაინც გვექნებოდა, როგორც მინიმუმ იმ ძალის, როგორც ეს აგვისტოსა და ნოემბერში იყო.

2. თითქოს "ომიკრონი" მსუბუქია. კი, იგი მსუბუქია ბევრისთვის ინდივიდუალურად, მაგრამ ჯამურად, საზოგადოებისთვის იგი შეიძლება უფრო მძიმე იყოს. "დელტას" პიკური 5000-დან 12.5% (ჰოსპიტალიზაცია) უფრო მეტია, თუ "ომიკრონის" მოსალოდნელი პიკური 60,000-ის 2.4%? თუ ეს პროპორცია გვესმის, მაშინ მივხვდებით, რომ ჩვენ ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე გამოცდა ელის და, შესაძლოა, "ომიკრონმა" მეტი სიცოცხლე წაგვართვას.

3. თითქოს "ომიკრონი" ბოლო შტამია. ეს ჯერ არავინ იცის. უფრო სწორად, ვინც იცის (გენეტიკის მაღალი დონის პროფესიონალები), გვაფრთხილებენ, რომ ჯერ თვითდამშვიდებას ნუ მივეცემით.

ასე რომ, აიცერით, დაიბუსტეთ, შეზღუდეთ სახლიდან გასვლა და ატარეთ პირბადე", - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში 13 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 1009 შემთხვევა.