მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგარის შაქრის" ქარხანა კვლავ კონსერვაციის რეჟიმზე გადავიდა

61cb00257f63f
ვიქტორია მღებრიშვილი
28.12.21 16:20
7996
"აგარის შაქრის" ქარხანა კვლავ კონსერვაციის რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ BM.GE-ის ქარხნის დამფუძნებლის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ნათბილაძემ განუცხადა.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე წელია აგარის შაქრის ქარხანა წელიწადში რამდენიმე თვის განმავლობაში ამუშავებას სახელმწიფოს ხელშეწყობით ახერხებს, თუმცა კომპანიაში მხარდამჭერ მექანიზმებზე არ საუბრობენ. წელს ქარხანა 1 აპრილს ამოქმედდა და დღეისთვის ის უკვე დახურულია.

„31 დეკემბრისთვის ქარხანა დახურულია და სავარაუდოდ, პირველი მარტიდან შეიძლება გაიხსნას; მეტი პროგნოზი არ მაქვს. პირველი მარტისთვის გვექნება ყველა ინფორმაცია“, - განაცხადა ნიკოლოზ ნათბილაძემ.

კითხვებზე - რა მოცულობის პროდუქცია აწარმოა შაქრის ადგილობრივმა მწარმოებელმა და როგორია 2022 წლის გეგმა, ქარხნის დამფუძნებლის წარმომადგენელმა გვთხოვა, ამ კითხვებით ოფიციალურად მიგვემართა.

ცნობისთვის: 2017 წლის 1-ელი ნოემბრიდან "აგარის შაქრის" ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. უმუშევრად დარჩენილი ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქციების შემდეგ, ბიზნესომბუდსმენის აპარატის და პროფკავშირების ჩართულობით, სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2018 წელს ქარხანა კონსერვაციის რეჟიმიდან გამოვიდა და ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდა, თუმცა დროებით - 31 დეკემბრამდე. ამის შემდეგ შაქრის ადგილობრივი წარმოება გარკვეული ციკლურობით მუშაობს. ქარხანა, დაახლოებით, 500-მდე ადამიანს ასაქმებს.