მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ პროექტის ანალოგი მსოფლიოში არ არის" - "ორბი ჯგუფი" უძრავი ქონების შეძენის მსურველთათვის ახალ პროექტს აანონსებს

6211f71782e94
BM.GE
20.02.22 13:38
4860
„ორბი ჯგუფი“ ახალ პროექტებს აანონსებს. როგორც კომპანიის დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, „ორბი ჯგუფის“ ძირითადი ხედვაა ტურისტების მოსაზიდად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამიტომაც კვერღელიძის თქმით, კომპანიის გრძელვადიანი გეგმა ემსახურება იმას, რომ მაღალი კლასის პროდუქტები შეიქმნას.

„არის ტერიტორიები, სადაც სახელმწიფოსთან ერთად ვმუშაობთ ახალ პროექტებზე, შეთანხმების ნაწილზე ვართ, ამ შრომის უკვე დიდი ნაწილი განხორციელებულია. ჯერ ვერ ვსაუბრობ დეტალებზე, თუმცა გეტყვით, რომ ის თამამად შეძლებს ნებისმიერი დონის, კლასის ტურისტის მიღებას", - განაცხადა კვერღელიძემ.

მისივე თქმით, კომპანია მუშაობს იმაზეც რომ მსურველებს შესაძლებლობა მიეცეთ, რომ ხელმისაწვდომ ფასად შეძლონ უძრავი ქონების შეძენა.

„პროექტი, რომელსაც სულ ცოტა ხანში გავაჟღერებთ, საშუალებას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, რომლის საშუალო შემოსავალი 1000-1500 ლარია, ჰქონდეს საკუთარი უძრავი ქონება ბათუმში. სამეგობრო ან თანამშრომელთა წრეს შეეძლება 200-300 ლარიანი შენატანით გახდნენ უძრავი ქონების მფლობელები. ასეთი ტიპის პროდუქტის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს და მის დეტალებს მაქსიმუმ ორ თვეში გავაჟღერებთ", - აცხადებს კვერღელიძე.

ცნობისთვის, 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „ორბი ჯგუფმა“ 240 მლნ ლარის ღირებულების ბინები გაყიდა, კომპანიის წმინდა მოგება კი 133 მლნ ლარს აჭარბებდა.