დღეს რაც ხდება, ამას შეიძლება დავარქვათ ეკონომიკური კოვიდ-გენოციდი მოსახლეობის წინააღმდეგ, - ასე შეაფასა „ტრაფიკ თრეველის" მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ ბიზნესებსა და სამთო-სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები.
„ცნობილმა ე.წ მუშკეტერმა მოიყვანა მაგალითი, რომ თითქოს სხვა ქვეყნებში სამთო კურორტები არ არის გახსნილი. მინდა გითხრათ, რომ შვეიცარიის დიდ ნაწილში გახსნილია, იქ კანტონების მიხედვით წყვეტენ რა შეზღუდონ და რა არა. ასევე, შვეიცარიაში ცოტა ხანში ჩატარდება რეფერენდუმი იმის შესახებ, რომ მთავრობას აუკრძალონ ლოქდაუნების გამოცხადება. ბევრად მსუბუქი შეზღუდვებია შვეიცარიაში, ვიდრე ჩვენთან, მაგრამ უკვე იმაზე მიდის საუბარი იქ, რომ ეს უფლებაც ჩამოართვან მთავრობას.
აქვე დავამატებ, რომ ბრიტანეთში არასდროს ყოფილა ისეთი მკაცრი შეზღუდვები, როგორც ჩვენთან. ახლა რეკომენდაციაა მთავრობისგან, რომ ოღონდ სახლიდან არ გამოხვიდეთო და 500 ფუნტს გადაუხდიან თითოეულ მოქალაქეს. ავსტრიაში ასევე ტარდება ჩემპიონატები, ხალხი არ ესწრება, მაგრამ მუშაობს კვების ობიექტები, სასტუმროები, რაც ნიშნავს იმას, რომ ხალხი დასაქმებულია, ბიზნესში ხდება შემოსავლების აკუმულირება და ხალხს ასე თუ ისე სამსახური აქვს. მოდით ნუ ვედრებით ევროპულ ქვეყნებს, ჩვენ იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ დავკეტოთ ეკონომიკა და იმ ხალხს, რომელთაც საარსებო საშუალებაც აღარ აქვს, ბოლო კაპიკიც ამოვაცალოთ ჯიბიდან“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
„ტრაფიკ თრეველის“ მმართველი პარტიონი ასევე ამბობს, რომ მთავრობასთან არანაირ მოლაპარაკებას აზრი აღარ აქვს, ვინაიდან მათ უკვე დაუგროვდათ საკმარისი გამოცდილება სახელმწიფო სტრუქტურებთან კონსულტაციების მცდელობის, რამაც არ გაამართლა.
„ჩვენი სექტორი სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში აპრილის თვიდან ვართ ჩართული, იმასთან დაკავშირებით რომ გახსნილიყო საზღვრები მწვანე ქვეყნებთან და შესაბამისი შეზღუდვებით ამოქმედებულიყო ქვეყანა, მაგრამ შედეგი იყო ნოლი, ამიტომაც მოლაპარაკების აღარ მჯერა ამ ეტაპზე. უბრალოდ უნდა მოვთხოვოთ და ვაიძულოთ რომ რამენაირად გახსნან სამთო-სათხილამურო კურორტები. უკვე მეორე წელია გუდაური და სამთო-სათხილამურო კუროტები ეკონომიკური კოლაფსის წინაშეა, ვინაიდან არანაირი შემოსავალი არ ჰქონიათ იქ არსებულ ბიზნესებს, მაცხოვრებლებს, სასტუმროებს, და ყველას ვინც დაკავშირებულია მთასთან, მწვრთნელი იქნება თუ სხვა“, - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.
მისივე თქმით, თუ სამთო სათხილამურო კურორტები ახლა არ გაიხსნა, გამოდის, ეს სეზონიც ჩავარდება და მთაში არსებულ ბიზნესებს მოუწევთ 2021 წლის დეკემბრამდე ლოდინი იმისთვის, რომ მოახდინონ გარკვეული შემოსავლების გენერირება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?