“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჯაფარიძეს შელაპარაკება მოუვიდა ადგილზე მყოფ რუსულენოვან დამსვენებლებთან, რის შემდეგაც, პოლიციამ ის დააკავა.
შემთხვევის განსამუხტად ადგილზე პოლიცია მივიდა და ცოტნე ჯაფარიძეს სიმშვიდისკენ მოუწოდა. დამოურჩილებლობის შემდეგ კი ჯაფარიძე დააკავეს.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ცოტნე ჯაფარიძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე(წვრილმანი ხულიგნობა), 173-ე(სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) მუხლებით.