მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაგი": უძრავი ქონების ძალიან ბევრი ტრანზაქცია სრულად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს

61e021c22251a
თათია ჩაფიჩაძე
13.01.22 22:20
712
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ 2022 წლიდან ბაზრის გამოცოცხლებას და გაყიდვების ზრდას პროგნოზირებს. როგორც კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა ქეთი ადეიშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, 2021 წელს მაჩვენებლები 2019 წლიან ნიშნულამდე აღდგა, ეკონომიკის აღდგენის და ტურიზმის გამოცოცხლების მოლოდინების გათვალისწინებით კი კომპანია 2022 წელს ახალი პროექტების დაწყებასაც აანონსებს.

„უძრავი ქონების ბაზრის განვითარება პანდემიის გათვალისწინებით საწყის ეტაპზე შეფერხდა, მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტორები გაუარესდა, რამაც მსყიდველუნარიანი მოსახლეობის წილი შეამცირა, თუმცა სახელმწიფო პროგრამამ გაყიდვები წაახალისა. მისი დასრულების შემდეგ იყო მოლოდინები, რომ 2021 წელს ბაზარს გაუჭირდებოდა, თუმცა რეალობა უკეთესს სიტუაციაში გვამყოფებს, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები 2019 წლიან ნიშნულს დაუბრუნდა.

მთავარი გამოწვევები რაც ბაზრის წარმომადგენლებს შეხვდათ, არის ის რომ ახალ რეალობას შევეჯახეთ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების მიხედვით დისტანციურ რეჟიმზე გადასაწყობად დრო დაგვჭირდა, ფოკუსირება მოვახდინეთ ონლაინ გაყიდვების სტრატეგიაზე და დღეს უკვე ყველა მომხმარებელს შეუძლია სრულფასოვნად მიიღონ მომსახურება ონლაინ სივრცეში. დღევანდელმა რეალობამ აჩვენა რომ თუ გინდა შენი პროდუქტი იგივე ტემპით მიდიოდეს და პროცესი არ წყდებოდეს, ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ონლაინში. ძალიან ბევრი ტრანზაქცია ამ რეჟიმში მიმდინარეობს.

პანდემიის დაწყებამდე მომხმარებელს მოლოდინი ჰქონდა რომ უძრავი ქონება 15-30%-ით გაიაფდებოდა, თუმცა კონკურენციის პირობებში საფასო პოლიტიკაში მოგება მინიმალურ მარჟაზე იყო, აქედან გამომდინარე ფასდაკლებები მხოლოდ აქციის პირობებში იყო. რეალურად ფასები მასალაზე გაიზარდა, რამაც ცხადია გამოიწვია სარეალიზაციო უძრავ ქონებაზე ფასის 10-20%-ით მომატება.  პოზიტიური მოლოდინები გვაქვს 2022 წელთან მიმართებითაც, იმიტომ რომ ეკონომიკის გაჯანსაღება და ტურიზმის გამოცოცხლება პირდაპირ მოქმედებს გაყიდვებზე.“ - განაცხადა ადეიშვილმა.