მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა გაგრძელდება“ - ბურდილაძე

ბურდილაძე

დეველოპერული კომპანია "თეთრი კვადრატის" და "ბიქეი ჰოლდინგის" მმართველი პარტნიორის ირაკლი ბურდილაძის თქმით, უძრავი ქონების ფასი ზრდას გააგრძელებს. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ფასის ზრდის მთავარი ფაქტორი პირველად ბაზარზე არსებული მოთხოვნაა.

კომპანიის გათვლებით, არსებული ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის პირობებში, საპროცენტო განაკვეთები დაიკლებს, ეს კი გაზრდას ხელმისაწვდომობას იპოთეკურ სესხებზე.

„თუ შევადარებთ 2023 წელს 2021 წელთან, დაახლოებით 300$-ით არის კვ.მ-ზე ზრდა, 900-იდან 1200$-ზეა ასული ფასი. ეს არის ძალიან შთამბეჭდავი ზრდა და ეს ტრენდი გაგრძელდება, შეიძლება ასეთივე ტემპით არა, მაგრამ გაგრძელდება.

ერთ-ერთი ფაქტორი რაც განაპირობებს მოთხოვნის ზრდას, არის ის, რომ შინამეურნეობების შემოსავლები იზრდება ეკონომიკური ზრდის პარალელურად. დასრულდა ინფლაციასთან ბრძოლაც, შესაბამისად, ველოდებით, რომ საპროცენტო განაკვეთები დაიკლებს, ეს კი ავტომატურად გამოიწვევს ხელმისაწვდომობის გაზრდას იპოთეკურ სესხებზე. იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა კი გამოიწვევს ისევ და ისევ მოთხოვნის გაზრდას, მათ შორის მეორად ბაზარზე“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები