"ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავარ უცხოელ ინვესტორს შეაქვთ საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ სარჩელები ეხება საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პროცესში, მთავრობის ძირგამომთხრელი კამპანიის შედეგად, ანაკლიის კონსორციუმისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებას", - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.
განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (ADC) და ბატონმა ბობ მეიერმა, ADC-ის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ, ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ორი სარჩელით, ADC და ბატონი მეიერი ითხოვენ პროექტში მათი დარღვეული უფლებების აღდგენას. ამ მოთხოვნების ოდენობა არის დიდი მოცულობის, სცდება 1.0 მილიარდ აშშ დოლარს და შედგება ADC-ისა და ბატონი მეიერის დანაკარგისგან, რომელიც პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიის, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის.
2016 წელს ADC-ის მიენიჭა უფლება, განეხორციელებინა ანაკლიის პორტის პროექტი. პროექტის (მასთან დაკავშირებულ სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან ერთად) მიზანია, საქართველო აქციოს სტრატეგიულ ჰაბად რეგიონული ვაჭრობისთვის აზიასა და ევროპას შორის, შექმნას ათასობით სამუშაო ადგილი, შეიტანოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები, და გამოაცოცხლოს საქართველოს ეკონომიკა, იმ დროს, როდესაც ქვეყანას ეკონომიკური აღმასვლა ყველაზე მეტად სჭირდება. არ არსებობს სხვა საპორტო ინფრასტრუქტურა ან მდებარეობა საქართველოში შავი ზღვის აუზში, გარდა ანაკლიისა, სადაც არის შესაძლებლობა, განხორციელდეს მსოფლიო მასშტაბის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, რომელიც დაფუძნდა ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებისთვის, შედგება როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისგან. ADC-მა შეიტანა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC). ბატონმა ბობ მეიერმა, ცნობილმა ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით ახორციელებს ინვესტირებას, სარჩელი შეიტანა საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID), საქართველოსა და ჰოლანდიას შორის გაფორმებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
მთავრობისა და მმართველი პარტიის - ქართული ოცნების ორწლიანი კამპანიის შემდეგ, დაებრკოლებინა ADC-ის ძალისხმევა, რომ პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო, 2020 წლის იანვარში, მთავრობამ უკანონოდ შეწყვიტა ხელშეკრულება და შესაბამისად, ADC-ისა და მის ინვესტორებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი სრულად დააკარგვინა მათ მიერ ინვესტირებული თანხები, წაართვა სამომავლო შემოსავლები და მიაყენა ფინანსური და რეპუტაციული ზიანი.
მიუხედევად იმისა, რომ მთავრობამ, კონკურენტული შერჩევის გზით, გამჭირვალე პროცესის საფუძველზე მიანიჭა პორტის პროექტის განვითარების უფლება ADC-ის, და მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი იყო, რომ პროექტს ექნებოდა მთავრობის დიდი მხარდაჭერა, საერთაშორისო ინვესტორებისა და დაფინანსების მოსაზიდად, ფაქტობრივად, მთავრობამ ძალიან მალევე შეიცვალა კურსი და დაიწყო როგორც ღია, ასევე ფარული კამპანია, რათა პროექტი არასდროს განხორციელებულიყო.
მთავრობის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს პროექტი და მისი აქციონერები, როგორც საჯარო, ასევე კერძო შეხვედრებში, განუცხადეს პოტენციურ ინვესტორებსა და დამფინანსებლებს, რომ მთავრობას არ სურდა მათი მონაწილეობა პროექტში, რაც ნათელი დადასტურება იყო აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რომ პროექტს არ ჰქონდა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა. მთავრობის აგრესიულმა კამპანიამ ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ ADC-ისა და მის ინვესტორებს მიაყენა დიდი ოდენობის ზიანი.
მთავრობისა და „ქართული ოცნების“ უკანონო და არაეთიკურ ქმედებებს შორის, აღსანიშნავია უსაფუძვლო გამოძიების დაწყება ფულის გათეთრების ბრალდებით, წარმატებული ქართველი ბიზნესმენების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, რომლებიც პროექტის მთავარი ინვესტორები არიან. აღნიშნული ცილისმწამებლური ბრალდებების წაყენება ბატონების ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა, ინვესტორებისა და დამფინანსებლების დაფრთხობას, რათა მათ თავი შეეკავებინათ პროექტის მხარდაჭერისაგან. ასეთი მხარდაჭერა კი, აუცილებელი იყო პროექტის წარმატებისთვის. სამწუხაროდ, მთავრობის კამპანია ნაყოფიერი გამოდგა, ვინაიდან, ინვესტორებმა და დამფინანსებლებმა, სახელმწიფოს მხრიდან პროექტის მკაფიო მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, თავი შეიკავეს და უარი თქვეს პროექტში მონაწილეობისგან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა და ასევე, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ, ფულის გათეთრების საქმის შესწავლის შემდეგ დაადგინეს, რომ ბრალდებები ბატონების ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ სრულიად უსაფუძვლოა.
ქვემოთ მოცემული განცხადება ასახავს ADC-ისა და ბატონი მეიერის შეხედულებას აღნიშნულთან დაკავშირებით:
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინვესტორებს ღრმად სწამთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი და სპეციალური ეკონომიკური ზონა უნდა განხორციელდეს და რომ პროექტი შექმნის უნიკალურ ეკონომიკურ შესაძლებლობას საქართველოსთვის. თუმცაღა, აღნიშნული წარმატება მხოლოდ მთავრობის აქტიური მხარდაჭერით არის შესაძლებელი, და ჩვენ გვსურს გამოვნახოთ გზა, რათა ეს პროექტი კვლავ განხორციელდეს.
მიუხედავად ამისა, ADC-მა და მისმა ინვესტორებმა უნდა დაიცვან მათი უფლებები და ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას მივმართეთ, რათა გვეთანამშრომლა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მთავრობასთან, შესაძლო გამოსავლის მოძებნის მიზნით, ჩვენ ყოველ ჯერზე მივიღეთ მტკიცე უარი.
როგორც პატრიოტული ჟესტი, ADC-მა შეაჩერა აღნიშნული სარჩელების შეტანა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, რათა ხელი არ შეგვეშალა მთავრობისთვის, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.
სამწუხაროდ, მთავრობა უბიძგებს ADC-ის, რომ დაიწყოს საარბიტრაჟო დავა, და შესაბამისად, მთავრობამ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა მიღებული შედეგებისთვის.
მთავრობა ყველას არწმუნებს, რომ მან შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება, ვინაიდან, ADC-იმ ვერ შეასრულა ხელშეკრულების გარკვეული ვალდებულებები. სინამდვილეში, მთავრობა მიზანმიმართულად მოქმედებდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ADC-ის ვერ განეხორციელებინა პროექტი წარმატებით. ამ შემთხვევაში, მთავრობამ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებები, ვინაიდან მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა გადაწყვიტეს, რომ პროექტის წარმატება იყო მათი პირადი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების საწინააღმდეგო. ამ პროცესში, კი მთავრობამ დააზარალა ქართველი ხალხი.
საქართველოს მთავრობის (პარტია ქართული ოცნებისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით) მხრიდან, ADC-ისა და ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ მხარდაჭერის არქონა და მისი აგრესიული კამპანია, მიმართული პროექტის, ADC-სა და მისი ინვესტორების წინააღმდეგ, როგორც ჩანს, განპირობებულია რამდენიმე მოტივით, რომელთაგან ორი არის ძალზედ აშკარა. პირველი, როგორც ჩანს, ბატონ ივანიშვილს, შესაძლოა ამოძრავებდეს პირადი ინტერესები ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც დაკავშირებულია ფოთის პორტთან. მეორე, როგორც გამოიკვეთა, ბატონი ივანიშვილი და ქართული ოცნება ძალიან მგრძნობიარეა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის მიმართ, რომელმაც ნათლად აღნიშნა, მისი უარყოფითი დამოკიდებულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის (რომელიც არის ძალიან ახლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვართან) და მასთან დაკავშირებული დასავლური მხარდაჭერის მიმართ.
ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირგამომთხრელი კამპანიითა და საარბიტრაჟო დავის ფორსირებით, მთავრობა აზიანებს საქართველოს ეკონომიკას. გარდა იმ ეკონომიკური სარგებლის დაკარგვისა, რომელსაც ანაკლიის პორტი და ეკონომიკური ზონა მოუტანდა ქვეყანას, ან იმ არასასურველი ფინანსური პასუხიმგებლობისა, რაც სახელმწიფოს დაეკისრება, მთავრობა ფაქტობრივად ხელს უშლის საერთაშორისო ინვესტორებს, საქართველოში განახორციელონ ნებისმიერი ინვესტიცია. ხელს უშლის სამუშაო ადგილები შექმნას და დოვლათის შემოსვლას, და ხელიდან უშვებს გადამწყვეტ მომენტს, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე გახდეს რეგიონული ჰაბი აზიასა და დასავლეთ ევროპას შორის.
შეჯამებისთვის, იმ მიდგომით, რომლითაც მთავრობამ განახორციელა შეტევა ADC-ზე, მის ინვესტორებსა და პროექტზე, მთავრობა შესაძლოა არღვევდეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში შემოთავაზებული დახმარების ერთ-ერთ პირობას, რომლის თანახმად, დახმარების 15% იქნება შეჩერებული მანამ, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა, კანონმდებლობის თანახმად, „იცავს უცხოური ბიზნესის ინტერესებს და რომ მათ შეუძლიათ საქართველოში ბიზნესის წარმოება რაიმე ძალდატანების გარეშე და ასევე, შეუძლიათ სრულად მიიღონ ყველა კომერციული და ფინანსური სარგებელი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად.
აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებული შედეგები კი არის მხოლოდ და მხოლოდ ახლანდელი მთავრობისა და ქართულ ოცნების პასუხისმგებლობა“.
შენიშვნა: ADC და ბატონი ბობ მეიერი წარმოდგენილნი არიან გუნდით, რომლებსაც ხელმძღვანელობენ - ბატონი ენდი მუდი, Baker McKenzie-ის ლონდონის ოფისი, და ქალბატონი ქეთევან ქვარცხავა, BLC.