მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ შეიძლება, ასეთი ობიექტი ვინმეს მთლიანად ჩავუგდოთ ხელში" - საგანელიძე რკინიგზის გაყიდვაზე

6063127aee498
ინგა მურუსიძე
30.03.21 16:18
2806
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ "საქართველოს რკინიგზის" სრული გასხვისება არ უნდა მოხდეს.

ის მიიჩნევს, რომ რკინიგზა ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტია, ამიტომ "არ შეიძლება, ასეთი ობიექტი ვინმეს მთლიანად ჩავუგდოთ ხელში".

„გარკვეული პაკეტის/ნაწილის გასხვისება სწორია. მე ვფიქრობ, საკონტროლო პაკეტი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს. მეორე მხრივ, შესაძლებელია მისი გაყოფაც, არსებობდეს ორი სეგმენტი - ინფრასტრუქტურა და გადაზიდვები, რაც შეიძლება იყოს უფრო კომერციული მხარე. არ ვარ რკინიგზის სპეციალისტი, თუმცა წლებმა გარკვეული გამოცდილება მომცა“, - განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, "საქართველოს რკინიგზას" ნამდვილად აქვს განვითარების შესაძლებლობა. "იმედია, დაინტერესებული მხარეები მალე გამოჩნდებიან, - აღნიშნა დავით საგანელიძემ.