მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ შეიძლება მშენებლობის ნებართვის გამარტივება, ეს გზა თბილისმა და ბათუმმა გაიარა და ვხედავთ რა მდგომარეობაა"

60d35dc39eeca
BM.GE
23.06.21 20:26
593
არ შეიძლება მშენებლობის ნებართვის გამარტივება. ეს გზა თბილისმა და ბათუმმა გაიარა და თვალსაჩინოა რა მდგომარეობაა ამ ორ ქალაქში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ქალაქების განაშენიანება, გენერალური გეგმების მიხედვით უნდა ხდებოდეს და დაუშვებელია ხალხმა გადაწყვიტოს რა უნდა აშენდეს, - „ამისთვის არსებობს ზონალობა და ამისთვის არსებობს თბილისის გენერალური გეგმა, რომელიც 2019 წელს დამტკიცდა“, - განაცხადა ბითაძემ.

„დერეგულაცია არ არის ის გზა, რომელიც აირჩია განვითარებულმა მსოფლიომ. ანარქიაში და ქაოსში ქალაქები ვერ ვითარდებიან. ანარქიულად ქალაქმშენებლობა არ შეიძლება. სახელმწიფოს ჩარევა ქალაქდაგეგმარებაში აუცილებელია", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა.