მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არაფერი სერიოზული ნეგატიური მოლოდინი ლართან დაკავშირებით არ არსებობს" - მინისტრი

5f63168546e26
ინგა მურუსიძე
17.09.20 11:53
690

არაფერი სერიოზული ნეგატიური მოლოდინი ლართან დაკავშირებით არ არსებობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც მსოფლიო, ისე საქართველოს ეკონომიკას ძალიან უჭირს, თუმცა სერიოზული რყევები მოსალოდნელი არ არის.

„მე ვფიქრობ, რომ ნეგატიური მოლოდინები ჰქონდა ბიზნესს, რომ ჩვენ მივმართავდით საყოველთაო საკარანტინე ზომებს, თუმცა არ გამართლდა. ჩვენ ამას ვხსნით, რომ მოსალოდნელი ინფიცირების შემთხვევების ზრდა გვაქვს იმის შემდეგ, რაც ძალიან აქტიური შიდა სეზონი ჩატარდა, თუმცა ვხედავთ, რომ პიკი უკვე გარდატყდა და თანდათან კლებისკენ გადავა. ბიზნესი ხედავს, საქმიანობაში არ შეეშლება ხელი, მოსახლეობა ხედავს, რომ არ შეეშლება მობილობაში ხელი, ანუ არაფერი სერიოზული ნეგატიური მოლოდინი ლართან დაკავშირებით არ არსებობს“, - განაცხადა თურნავამ.

 



შეგახსენებთ, რომ ლარი ბოლო კვირეების განმავლობაში აშშ დოლართან 3%-ით გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად მორიგი სავალუტო აუქციონი გუშინ გამართა და $40 მილიონი დოლარი გაიყიდა, თუმცა ლარი დოლარის მიმართ მაინც გაუფასურდა. ეს 2020 წლის რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია იყო. ამ აუქციონებზე ჯამურად $410 მილიონი დოლარია გაყიდული.

სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, აუქციონები წლის ბოლომდე გაგრძელდება და მათი ჯამური მოცულობა შემდგომ თვეებში, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტი იქნება.