მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს" - ვინ მოხვდა სანქცირებულთა სიაში?

6359a04d898fb
ალა ისპირიანი
27.10.22 01:00
529
ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის, გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევისთვის, აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეზღუდვები ისლამური რევოლუციის კორპუსის მაღალჩინოსნებს, ირანის სასჯელაღარსულების წარმომადგენლებს, ცენზურასთან დაკავშირებულ პირებს და ორგანიზაციებს შეეხო. „შავ სიაში“ ევინის ციხის ხელმძღვანელიც მოხვდა.

სანქცირებულთა შორის არის ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროს ორი მაღალჩინოსანიც, ასევე რავინის აკადემია, სადაც აშშ-ის ცნობით, კიბერუსაფრთხოების სფეროში კადრების მომზადება ხდება.

სანქციები დაუწესდა ირანულ კომპანია Samane Gostar Sahab Pardaz Private Ltd Co-ს, რომელიც ამერიკული მხარის განცხადებით, ირანის მთავრობისთვის ინტერნეტში ცენზურას და თვალთვალს უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის იმ სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება და გოგონა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დაკავებისას გარდაიცვალა.