მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასტა ლა ვისტა, ბეიბი" - ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პარლამენტს ემშვიდობება

62d7fb46ed13b
გიორგი თოლორდავა
20.07.22 17:21
2186
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოქალაქეებს დაემშვიდობა და ქვეყნის მომდევნო პრემიერ-მინისტრს, რომლის ვინაობა ჯერაც უცნობია, წარმატებები უსურვა.

გამოსამშვიდობებელი სიტყვის გარდა, ჯონსონმა მის მემკვიდრეს რამდენიმე რჩევაც მისცა და შემდეგი იდეების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

1. დარჩით ამერიკელებთან ახლოს;
2. მხარი დაუჭირეთ უკრაინელებს;
3. მხარი დაუჭირეთ დემოკრატიას და თავისუფლებას ყველგან;
4. შეამცირეთ გადასახადები და მოახდინეთ დერეგულაცია ყველგან, სადაც შეძლებთ;
5. ყოველთვის იყურეთ წინ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ უკან გახედვაც და გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანი Twitter-ი არ არის, ყველაზე მნიშვნელოვანია ხალხი, რომელმაც აქ მოგახვედრათ.

სიტყვის გამოსვლისას ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გაერთიანებულმა სამეფომ პანდემიის დაძლევა და დემოკრატიული სახელმწიფოს - უკრაინის მხარდაჭერა შეძლო, რასაც ის უდიდეს მიღწევებად მიიჩნევს.

„ყველა თქვენგანს მინდა მადლობა გადავუხადო. ასტა ლა ვისტა, ბეიბი“, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პარლამენტს.