მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბათუმს მეორე დუბაის იმიტომ ეძახიან, რომ ამ ქალაქში არის ცათამბჯენები" - "ორბი ჯგუფი"

6204ada78baf3
თათია ჩაფიჩაძე
09.02.22 23:50
1141
კომპანია „ორბი ჯგუფში“ ფიქრობენ, რომ ბათუმმა ტურისტულ რუკაზე ადგილი ზღვისა და არსებული ინფრასტრუქტურის გარდა, მათ მიერ აშენებული ცათამბჯენებითაც დაიკავა. კომპანიის გენერალური დირექტორი, ირაკლი კვერღელიძე ფიქრობს, რომ ქალაქი ხარისხიანი მაღალი შენობებით უნდა აშენდეს, რაც სამომავლოდ ქვეყანაში რამდენიმე მილიონით გაზრდილი ტურისტული ნაკადების მიღების შესაძლებლობას გააჩენს.

„ჩვენ ქალაქს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული რაღაც, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მე ვფიქრობ, რომ თუ ბათუმი დღეს არის ცნობილი, ის არის არა მხოლოდ ზღვით, არამედ იმ ინფრასტრუქტურით, რაც ქალაქში შეიქმნა და განსაკუთრებით იმ ცათამბჯენებით, რაც ამ ქალაქში აშენდა.

როცა ქალაქს ეძახიან მეორე დუბაის, მანჰეტენს, პატარა სინგაპურს, ეს შეფასებები მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ ამ ქალაქში არის ცათამბჯენები და ვფიქრობ, რომ ეს უნდა შენარჩუნდეს. ცხადია არა იმის ხარჯზე, რომ გზა გადაგვეტვირთოს, კომუნიკაციამ არ გაგვიძლოს, ისტორიულ ნაწილს არ უნდა შევეხოთ, რომელიც ძველი ბათუმის იერსახისთვის არის საჭირო, მაგრამ ქალაქი განვავითაროთ თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

რითია დუბაი ცნობილი, რომელიც წელიწადში 45 მლნ ტურისტს მასპინძლობს? რითი შეძლო თავისი ადგილის დამკვიდრება? ეს იყო თანამედროვე ცათამბჯენები, იქ სადაც ტურისტულად 20-30-ჯერ ნაკლებია შანსი ტურისტის მოზიდვისა, ვიდრე საქართველოში. ეს ჩემი პოზიცია არ არის, ეს მათი პოზიციაა ვინც დუბაის გაპიარებაზე მუშაობდა. ჩვენ ჩამოვიყვანეთ ამ PR-ჯგუფში მომუშავე ადამიანები და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველო ტურისტული პოტენციალი კუთხით მსოფლიოში საუკეთესოა. თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს ლოკაცია იყოს მიმზიდველი, უნდა გვქონდეს ისეთი რამ, რაც არ განეკუთვნება სტანდარტულს. რაც უფრო მეტი ხარისხიანი მაღალი შენობა იქნება, მით უფრო ხმოვანი და მიმზიდველი იქნება ქალაქი ნებისმიერი ტურისტისთვის.“ - მიიჩნევს კვერღელიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ყველაზე მაღალი შენობების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ბათუმშია თავმოყრილი, ამ ჩამონათვალში სამი კი "ორბის" შენობაა. მეექვსე ადგილზე „ორბი სითი“ (სიმაღლე: 168.0 მეტრი; სართულების რაოდენობა: 47; ფართობი: 200,000 კვ. მეტრი); მე-11-ზე „ორბი ბიჩთაუერი“ (სიმაღლე: 136.0 მეტრი; სართულების რაოდენობა: 43 ; ფართობი: 61,000 კვ. მეტრი); მე-15 ადგილზე კი „ორბი სი თაუერსია“ (სიმაღლე: 108.5 მეტრი; სართულების რაოდენობა: 33; ფართობი: 60,000 კვ. მეტრი).