მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესის გარეშე ეკონომიკა არ ფუნქციონირებს, ამიტომ ვითვალისწინებთ გადაწყვეტილებებისას"

63a1f52405e9a
ალა ისპირიანი
20.12.22 21:32
489
ბიზნესდაჯილდოება 2022-ზე სიტყვის გამოსვლისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ეკონომიკაში ბიზნესის როლზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს ის სფეროა, რომლის გარეშეც ქვეყნის ეკონომიკა ვერ იფუნქციონირებს, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისას მათი გათვალისწინება აუცილებელია.

„ბიზნესი ქმნის ეკონომიკა. პანდემიის პერიოდში წინ წამოვიდა სახელმწიფოს როლი, რადგან ისეთი გლობალური გამოწვევების შემთხვევაში, როგორიც COVID-19 იყო, შეუძლებელი გახდა კერძო ბიზნესს რაიმე გამოსავალი ენახა. ისმოდა ხოლმე კითხვები, რამდენი ხანი წაჰყვება ეს ეკონომიკას, რამდენი ხანი შეეცდება სახელმწიფო მოაშუშოს ის იარები, რომელიც პანდემიამ დატოვა, მაგრამ როგორც დავინახეთ პანდემიის დამთავრების შემდეგ ეკონომიკამ სწრაფად დაიწყო გამოცოცხლება და ამაში მთავარი წვლილი ბიზნეს ეკუთვნის. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ბიზნესსა და ეკონომიკას შორის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციის შემსრულებელი ორგანიზაციები არსებობს, მაგალითად ფინანსური სექტორი, უნდა ვთვა, რომ ჯანსაღი ფინანსური სექტორის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამის გაკეთება.

ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ბიზნესის ინტერესებს არ ვითვალისწინებთ, მერწმუნეთ ძალიან დეტალურად ვცდილობთ გავაწვრთნევინოთ, რომ ცვლილებებს რომელსაც ვაკეთებთ ვფიქრობთ, როგორ მოხდება ამის აღქმა ბიზნესის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არაპოპულარული გადაწყვეტილება მივიღოთ ყოველთვის ვფიქრობ, საშუალო ვადიან და გრძელვადიან პერიოდზე და იმაზე, რომ დროის ნებისმიერ მომენტში, როგორც ფინანსურმა სექტორმა ასევე ბიზნესმა რთულ სიტუაციას გაუძლოს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მან ასევე ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესის დოლარიზაციის მაჩვენებელზე სესხებში, რაც მისი თქმით შემცირებულია.

„ბოლო 4 წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესის დოლარიზაციის მაჩვენებელი სესხებში 12%-ით არის შემცირებული, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მერყეობა კურსის მერყეობიდან ბიზნესისთვის საკმაოდ დამაზიანებელია. ასევე, თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მთლიანად პორტფელში, მაგალითად 4 წლის წინ 25% იყო, დღეს 28%-ია. ეს არ არის მაღალი, გაცილებით მეტი გვჭირდება, მაგრამ ვფიქრობთ, ეს მიმართულება სწორია, რადგან ეს ის სფეროა, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის, ხელფასებს იხდის და ამიტომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გვენეტაძემ.