“ბორჯომის" გაჩერება ქვეყნისათვის და ჩვენი ავტორირეტისთვის იქნებოდა ცუდი”, - ამის შესახებ დეპუტატი ბეჟან წაქაძე bm.ge-სთან აცხადებს. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოსთვის ბორჯომის 7.73%-ის აქციების გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან “ბორჯომი" არ არის ჩვეულებრივი საწარმო. მისი დახურვა არ შეიძლებოდა”.
“ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საწარმო, რადგან ეს არის ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე და საუკუნეებია მსოფლიო იცნობს. მსოფლიო ბრენდია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.
მნიშვნელოვანი იყო, რომ საწარმო არ გაჩერებულიყო. უამრავი ადამიანი იყო გაფიცული, ამ საწარმოს დახურვა უბრალოდ არ შეიძლებოდა. "ბორჯომი" არის ქართული და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრენდი საქართველოსთვის, ამიტომ ამის გაჩერება ქვეყნისათვის და ჩვენი ავტორიტეტისთვის იყო ცუდი”, - აცხადებს ბეჟან წაქაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს IDS BORJOMI INTERNATIONAL-ის 7.73%-იან წილს გადასცემს კომპანია “ალფა ჯგუფი”. ამ უკანასკნელის მფლობელი კი სანქცირებული რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. სწორედ ის გახდა მიზეზი, რომ კომპანია “ბორჯომის” ანგარიშები გაიყინა და თვე-ნახევრის წინ საწარმოს გაჩერება მოუწია.
საქართველოს პრემიერმინისტრი და თავად კომპანიაც ამბობს, რომ ამ ტრანზაქციით კომპანიას პრობლემები მოეხსნება და ამუშავდება. საწარმოს გაჩერების პარალელურად “ბორჯომის” თანამშრომლების ნაწილი გაფიცულია - ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებას და კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს