ბიზნესმენი თემურ ჭყონია თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის მაღლივ კორპუსთან სტუდენტებისთვის McDonald’s-ის ახალი კონცეფციის რესტორნის გახსნას გეგმავს. საუბარია ისეთ რესტორანზე, რომელიც მოიცავს სტუდენტურ სივრცეებს, სადაც სხვადასხვა საჯარო ლექციები და ტრეინინგები ჩატარდება.
„სტუდენტებისთვის მოვიყვანთ ცნობილ ბიზნესმენებს, რომლებიც თავიანთ ისტორიებს მოუყვებიან, ვაჩვენებთ როგორ იწერება ბიზნეს-პროექტები და ა.შ. ეს ყველაფერი უფასო იქნება. ასევე, კარგი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის McDonald’s-ის სტიპენდიას დავაწესებთ ან გავუშვებთ საზღვარგარეთ სასწავლებლად“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა გადაცემა „საქმიანი დილის“ რუბრიკა #BMGDRIVE-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, რესტორნის გახსნის ვადები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილების მიღების ტემპზეა დამოკიდებული.
„მოგეხსენებათ, თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება მიდის, რაც ძალიან კარგია. რექტორს ვესაუბრე და შევთავაზე, რომ ჩვენთვისაც გამოყოს ადგილი, ეკონომიკის სამინისტროც არის ჩართული. როდის გადაწყდება არ ვიცი, რაც უფრო სწრაფად მიიღბენ გადაწყვეტილებას, მით უკეთესია, რადგან მალევე შევქმნით ოაზისს... ისე მომწონს ეს პროექტი, ერთი სულ მაქვს, ჩქარა მითხრან, რომ დავიწყო განხორციელება... მოკლედ, ასე ვწვალობ, ხალხში კიდევ ჩემზე ისეთი წარმოდგენაა, რომ ეს მიდის ალბათ და ერთ საათში იღებს პასუხსო, არაა ასე“, - ამბობს თემურ ჭყონია და მაგალითად, აეროპორტის გზაზე McDonald’s-ის რესტორანი მოიყვანა, რაზეც მისი თქმით, შესაბამისი უწყებებისგან ნებართვებს ერთ წელზე მეტ ხანს ელოდა.
„საბუთების შეგორვებას 1 წელიწადზე მეტი დასჭირდა და როგორც კი ნებართვა მივიღეთ, 4 თვეში მოვრჩით ყველაფერს. ერთ თვეში რომ მიმეღო საჭირო ნებართვები, ხომ 5 თვეში მოვრჩებოდი?! მერე გვიკვირს, ეკონომიკა რატომ არ ვითარდებაო. თუ ტემპი იქნება, ეკონომიკაც ჩქარა განვითარდება“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ