15.თებერვალი .2020 13:40

"ჩირინა" რესტორნების ქსელის გახსნას გეგმავს

views 966
უკან

კომპანია "ჩირინა" რესტორნების ქსელის გახსნას გეგმავს, სადაც ძირითადად ქათმის კერძები გაიყიდება. კომპანიის დამფუძნებლის რევაზ ვაშაკიძის განცხადებით, პირველი რესტორანი თბილისში გაიხსნება.

"გვინდა, რომ ჩვენს რესტორნებში სხვებისგან განსხვავებული და ჯანსაღი პროდუქტი იყიდებოდეს" - განაცხადა BM.ge სთან რევაზ ვაშაკიძემ.

კომპანია ჩირინას 2020 წლის გეგმაშია ასევე სამაცივრე მეურნეობისა და გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დასრულება. კომპანიის დამფუძნებელი BM.GE-სთან მესამე ფერმის "სართიჭალა 3" ის გახსნასაც აანონსებს, რომლის მშენებლობაშიც "ჩირინას" პარტნიორი EBRD ი იყო. მეფრინველეობის მესამე ფერმის ამოქმედების შემდეგ "ბიუ ბიუს" წარმოება წლიურად 25 ათას ტონას მიაღწევს.