მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩირინას“ განვითარების პროექტი შესრულებულია - რა სიმძლავრით მუშაობს ₾265 მლნ-იანი მეურნეობა?

6479b1b07c3f1
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.23 13:13
2292
კომპანია „ჩირინამ“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ქათმის ხორცპროდუქტებს „ბიუ-ბიუს“ ბრენდით აწარმოებს, განვითარების პროექტი დასრულებულია. კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე წარმოებისა და მეფრინველეობის მეურნეობის განვითარებაში ჯამურად 265 მლნ ლარის ინვესტიცი ჩაიდო.

ბიზნესმენმა საწარმოო სიმძლავრეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 3 ასეთი ფერმის მუშაობაა საჭირო.

„ის პროექტი, რომელიც 2012 წელს დავიწყეთ სამშენებლო-ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით შესრულებულია. შედეგად ჩვენ ბროილერის ქათმის უნარჩენო წარმოება გვაქვს. ჩვენი წარმოების პარამეტრებია 25 000 ტონა ქათმის ხორცი, ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპლექსია და ჩვენ ქათმის მისაღებად საჭირო საბროილერო კვერცხს დაახლოებით 20 მლნ ცალის ოდენობით ვაწარმოებთ, წლიურად 18 მლნ წიწილის წარმოება შეგვიძლია. უხეშად რომ ვთქვათ, ერთ მოსახლეზე ჩვენ წლიურად 6 ქათამს ვაწარმოებთ. დღეს სრულად 48 ფერმა 3 კლასტერზეა გადანაწილებული.

საქართველო ქათმის პროდუქციით სრულად რომ დაკმაყოფილდეს საჭიროა სამი ასეთი კომპლექსის შექმნა, როგორიც „ჩირინაა“. ანუ ერთი ჩვენი და 2 კიდევ. ქვეყანაში არსებული მოთხოვნის შევსება ნაწილობრივ ადგილობრივი წარმოებით ხდება, მაგრამ დიდი ნაწილი იმპორტით შემოდის“, - განაცხადა ვაშაკიძემ და დასძინა, რომ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტში წლის განმავლობაში 20 მლნ ლარი შეაქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები