იმერეთში მდებარე თხილის გადამმუშავებელმა საწარმო „ვანი ნათსმა“ მიმდინარე წელს, დაახლოებით, 800 ტონამდე თხილი შეისყიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მახარე ლემონჯავა bm.ge-სთან ამბობს, აქედან 250 ტონამდე თხილის გული ექსპორტზე, ძირითადად ევროპის მიმართულებით, გაიყიდა.
მისი შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე სიტუაცია სტაბილური არ არის, რამაც მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.
„უამინდობის გამო, წელს დაბალი ხარისხის თხილი გვქონდა. 800 ტონამდე თხილი შევისყიდეთ, გადავამუშავეთ და ექსპორტზე 250 ტონამდე თხილის გული გავიტანეთ. მოთხოვნა შემცირდა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე არასტაბილური მდგომარეობით აიხსნება. რუსეთ-უკრაინის ომმა ფასის კლებაც გამოიწვია. თხილის საექსპორტო ფასი, დაახლოებით, $5-ის ფარგლებშია“, - აღნიშნავს ის.
„ვანი ნათსის“ დამფუძნებელი მთავრობის მიერ დაანონსებულ სუბსიდირების პროგრამასაც ეხმაურება. მახარე ლემონჯავას თქმით, დარგში მხარდაჭერის მექანიზმის საჭიროება ნამდვილად არსებობს.
„დარგში სუბსიდირების საჭიროებაა, ფერმერებს ეს მართლაც სჭირდებათ და ამ მოვლენას დადებითად ვაფასებთ“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
თხილის სუბსიდირება დარგმა დააინიცირა - რა მოლოდინი აქვთ მეთხილეებს?
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი