მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის ეპიდემიოლოგიური ვითარების ანა-ბანა" - რატომ არ იხსნება საბავშვო ბაღები?

601bb3f97b8f2
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.21 12:47
1119
ეს არის ეპიდემიოლოგიური ვითარების ანა-ბანა - ასე უპასუხა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, რომელიც საბავშვო ბაღების ამოქმედების საკითხს შეეხებოდა.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება და მთავრობა აკვირდება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, მას შემდეგ, რაც რეგულაციების შერბილების გადაწყვეტილება მიიღო.

„მეუხერხულება, რომ ერთი და იგივეს გპასუხობთ, მაგრამ ეს არის ეპიდემიოლოგიური ვითარების ანა-ბანა - როდესაც დამატებითი მობილობა იქმნება სადღაც - ეს არ შეიძლება გაკეთდეს ერთდროულად; არ შეიძლება გაიხსნას ყველაფერი ერთად და ამ შემსუბუქების გეგმის ფარგლებში ვუყურებთ იმას, რომელი სეგმენტი არის ყველზე მნიშვნელოვანი, აუცილებელი. ამიტომ შევთანხმდით, რომ სკოლები ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაღები“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად მოხსნას - 15 თებერვლიდან რესტორნების ღია სივრცეები ამუშავდება, ამავე თარიღიდან გაიხსნება სკოლები მთელი საქართველოს მასშტაბით; 8 თებერვლიდან იხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბაზრობები, თუმცა, აღნიშნული შეზღუდვები შაბათ-კვირას კვლავ ძალაში დარჩება.

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში - მთავრობის გადაწყვეტილებები სრულად