"ეს იქნება მცირე ზომის ქალაქი თქვენს დედაქალაქში” - ასეთია კომპანია Sodi-ის დამფუძნებლის, დომინიკ რომანოს პროექტი, რომელიც თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ყოფილი კინოსტუდიის შენობის ადგილზე ახალი ტურისტული სივრცის მოწყობას ითვალისწინებს.
დომინიკ რომანომ მისი საინვესტიციო გეგმების შესახებ BMG-ის გადაცემა Checkpoints-ის ეთერში ისაუბრა. ფრანგი ბიზნესმენის თქმით, ის საქართველოში რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელთაგან ყველაზე დიდი ზომის პროექტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 150-ნომრიანი სასტუმროს და სავაჭრო ცენტრის განვითარება და თბილისში ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ტურისტული და საკონფერენციო ინფრასტრუქტურის მოწყობაა.
"თბილისში შევიძინეთ ყოფილი კინოსტუდიის შენობა, ეს ისტორიული ნაგებობაა და მის განვითარებას სწორედ ამ ისტორიული კონფეცფიის პატივისცემით მოვახდენთ. ამჟამად მიმდინარეობს ახალ კონცფეციაზე მუშაობა, ამიტომ ჯერჯერობით, ვერ გეტყვით უშუალოდ რა სახით განვითარდება ის, თუმცა ამ ისტორიულ ნაგებობას შევინარჩუნებთ და მასში მოვაწყობთ სარესტორნო სივრცეს, აქ ასევე იქნება საკონფერენციო ცენტრი, ასევე სასტუმრო და ე.წ. ქოვორქინგ სივრცეები. შესაბამისად, მცირე ზომის ქალაქი შეიქმნება თქვენს დედაქალაქში. ქართველ არქიტექტორთა გუნდს დავიქირავებთ რაიმე ორიგინალურის შესაქმნელად. ეს უნდა იყოს ძალიან ორიგინალური და საინტერესო სივრცე, რომელსაც საერთაშორისო აღიარება ექნება,” - ამბობს დომინიკ რომანო.
რომანო უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია Guibor-ის დამფუძნებელია. კომპანია უძრავი ქონების და ტურიზმის მიმართულებით ინვესტიციებს საფრანგეთში, ესპანეთში, ისრაელსა და საქართველოში ახორციელებს. საქართველოში ინვესტიციებს 2018 წლიდან კომპანია Sodi Investment-ის მეშვეობით ახორციელებს, 2019 წელს კი ბიზნესპარტნიორთან ერთად დააფუძნა საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე კონცენტრირებული კომპანია “კინორი”, როელიც კომერციული და საცხოვრებელი უძრავი ქონების, ასევე ტურისტული მიმართულებით ახორციელებს ინვესტიციებს.
დომინიკ რომანო ამბობს, რომ მომდევნო ორი წელ,ი COVID-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, ბიზნესის კეთებისთვის საკმაოდ რთული იქნება, თუმცა იმედოვნებს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ საქართველო იქნება ქვეყანა, რომელიც საკმაოდ სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას შეძლებს.
დომინიკ რომანო - ინტერვიუ BMG Checkpoints
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა