მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს იყო პერიოდი, როდესაც რუსეთში წარმოება იყო, მაგრამ გაყიდვები არ იცოდნენ"

5ef72124e290f
ვიქტორია მღებრიშვილი
27.06.20 20:00
951
„ეს იყო პერიოდი როდესაც რუსეთში წარმოება იყო, მაგრამ არ გაყიდვები არ იცოდნენ“ - ასე იხსნებს მისი პირველი ბიზნესის წამოწყების პერიოდს ბიზნესმენი რევაზ ვაშაკიძე. ამის შესახებ მან Forbes Talks-ში სტუმრობისას განაცხადა.

„მე რა უპირატესობა მქონდა, როდესაც დავიწყე ბიზნესი: პირველი - ვიყავი ქიმიკოსი, მეორე - უცხო ენა ვიცოდი და წერა-კითხვა ვიცოდი. შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით ქიმიურ ქარხანას, რომელიც პროდუქციას აწარმოებდა. ეს იყო პერიოდი როდესაც ეს ყველაფერი(წარმოება) იყო მაგრამ გაყიდვები არ იცოდნენ, სახელმწიფო გეგმა კი სად და როგორ გაეყიდათ არ არსებობდა. ჩვენ დავუკავშირდით გერმანიაში და საფრანგეთში ქარხანას და იგივე პროდუქტი შევთავაზეთ, რასაც ისინი ფრანგული კომპანიისგან იღებდნენ და ასე დაიწყო ნელ-ნელა ჩვენი ბიზნესი“, - ყვება ბიზნესმენი.