ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) „ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის“ ფარგლებში საფრანგეთის ქალაქ მეციში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მასალების, მეტალურგიისა და პროცესების ტექნოლოგიურ კვლევით ინსტიტუტს (The Technological Research Institute for Materials, Metallurgy and Processes (IRT M2P)) შორის ხელი მოეწერა „ერთობლივი კვლევისა და ლიცენზირების ხელშეკრულებას“.
IRT M2P საფრანგეთის მთავრობისა და ფრანგული ინდუსტრიული კომპანიების დაფინანსების საშუალებით აქტიურად იმუშავებს სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტთან ერთად, რათა განავითარონ და აამაღლონ ქართული ტექნოლოგიის ტექნოლოგიური მზაობა, რისი დაფინანსებაც სრულიად ფრანგული მხარისგან მოხდება. 4 ფრანგული კომპანია უკვე დაინტერესებულია ამ პროცესის დაფინანსებით, ხოლო 50% დაფინანსდება საფრანგეთის მთავრობის მიერ. აგრეთვე, IRT M2P უზრუნველყოფს ზემოხსენებული ქართული ტექნოლოგიის დანერგვასა და ლიცენზიით გადაცემას ფრანგული ინდუსტრიული კომპანიებისთვის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ტექნოლოგიის ლიცენზირება მოხდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართული სამეცნიერო სექტორისთვის.
„ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განხორციელდა - პირველად მოხდა ქართული ტექნოლოგიის ლიცენზირება. ეს საშუალებას მისცემს ჩვენი ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს მეტად განავითარონ და აამაღლონ ქართული ტექნოლოგიის მიღწევები. ასევე აღსანიშნავია, რომ ქართული ტექნოლოგიის ერთობლივად განვითარების შემდგომ, ფრანგული და ქართული კვლევითი ინსტიტუტები ერთობლივად იქნებიან ტექნოლოგიისა და მასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების მფლობელები“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, IRT M2P ფრანგულ კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც ინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე მუშაობს საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო, ენერგეტიკის, თავდაცვის, მასალების წარმოებისა და სხვა სფეროებში. ინსტიტუტი საფრანგეთის მთავრობისა და ფრანგული ინდუსტრიული კომპანიების მიერ ერთობლივად ფინანსდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე