მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავის აეროპორტის ნაწილი, რომლის განვითარებაც 2024 წელს უნდა მოხდეს სახელმწიფომ დაიბრუნა - ლევან დავითაშვილი

პარლამენტში
BM. GE
04.10.23 20:39
70

თელავის აეროპორტის ნაწილი, რომლის განვითარებაც 2024 წელს უნდა მოხდეს სახელმწიფომ უკვე დაიბრუნა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, აეროპორტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 25 მლნ ლარი დაიხარჯება და თელავი შიდა რეისებით მესტიას, ქუთაისს და ბათუმს დაუკავშირდება.

„თელავის აეროპორტის ძირითადი ნაწილი, ის ნაწილი რომლის განვითარებაც არის დაგეგმილი, სახელმწიფომ დაიბრუნა. შესაბამისად, სახელმწიფო მოახდენს ინფრასტრუქტურის განვითარებას, ეს იქნება როგორც თანამედროვე სატერმინალო ინფრასტრუქტურა, თავისი პარკინგებით, ასევე ასაფრენ/დასაფრენი ზოლი, რომელიც დაგრძელდება მოხდება 1700 მ-მდე.

თელავის აეროპორტში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობას, დასრულებას მოვახერხებთ 2024 წლის პირველ ნახევარში. ვფიქრობთ, რომ 2024 წელსვე განხორციელდეს თელავში ფრენები. 2024 წელს შიდა ფრენების სუბსიდირებას ვგეგმავთ და თელავის აეროპორტში ფრეებიც იქნება ამ სუბსიდირების პროგრამის ნაწილი. თელავის დაკავშირება მოხდება ისეთ მიმართულებებთან როგორიცაა ქუთაისი, ბათუმი, მესტია, რაც შიდა ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება“, - ამის შესახებ განცხადება ლევან დავითაშვილმა დეპუტატების კითხვის პასუხად განაცხადა.

მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ, მოხდება კვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს თელავის აეროპორტის გაფართოების და საერთაშორისო რეისების მიღების შესაძლებლობები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები