23.ივნისი .2022 22:43

"ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა" - შარლ მიშელი

"ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა" - შარლ მიშელი
views 742
უკან

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება, - ამის შესახებ შარლ მიშელი „ტვიტერზე“ წერს.

„ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, - წერია მიშელის „ტვიტში“.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადებს განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა