მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოწვევებს წერტილი არ დაესვა, მაგრამ პროგრესი არის“ - თურქ ბინზესმენთა ასოციაცია

60df2692ce12b
ვიქტორია მღებრიშვილი
04.07.21 17:55
689
„გამოწვევებს წერტილი არ დაესვა, მაგრამ პროგრესი არის“, - ასე აფასებს დღეს საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან თურანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატს.

„Forbes კვირასთან“ საუბრისას საქართველოში მსხვილი ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელი წლების განმავლობაში არსებულ გამოწვევებს ასახელებს.

"ზოგადად, საქართველოში ბიზნესის დაწყება, რომ ძალიან მარტივია, ეს რეიტინგებითაც მტკიცდება და ამას ჩვენც ვაღიარებთ, რომ ეს ძალიან კარგია, მაგრამ არსებულ მოქმედ ბიზნესებში ის ბუნებრივი პრობლემები, რაც არის - გაწელილი სასამართლო პროცესები ყველასთვის გამოწვევას წარმოადგენს, გარკვეული სამშენებლო ნებართვებზე დაგვიანებული გადაწყვეტილებები ჩვენს ასოციაციაში წევრების მხრიდან საჩივრის სახით შემოდის“, - აღნიშნავს თურანი და დასძენს, რომ კერძო სექტორს მთავრობასთან კომუნიკაცია სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით აქვს, თუმცა პრობლემების ნაწილი, წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩება.

„ზოგადად მთავრობასთან კომუნიკაციის პრობლემა ჩვენს ასოციაციას არ აქვს; არაერთი პლატფორმა არსებობს, სადაც ამ ჩვენი თხოვნებისა თუ მოთხოვნების გაჟღერება, ურთიერთობა და კომუნიკაცია გვაქვს მთავრობასთან“.

ხოლო კითხვას - რამდენად უსმენს და ითვალისწინებს მთავრობა ბიზნესის წუხილსა და რეკომენდაციებს, ოსმან თურანი ასე პასუხობს: „წერტილი რომ დაესვას თემას - არა, მაგრამ პროგრესი არის, თუმცა გამოწვევები კვლავ აქტუალური რჩება“.