მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაყიდვების ტექნოლოგია შევცვალეთ” - როგორ გადააწყო ბიზნესი რუსთავის ავტობაზრობამ

5fa7cf86b6fbb
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.20 12:10
1068
რუსთვის ავტობაზრობა „ავტოპაპას“ გენერალური დირექტორის ევგენი უსტინოვის შეფასებით, პანდემიამ ავტომობილების ბიზნესზე მთლიანობაში ნეგატიურად იმოქმედა. 

BM.GE-ისთან ინტერვიუში საქართველოში ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ განსაკუთრებით რთული ვითარებაში კომპანია გაზაფხულზე, საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ აღმოჩნდა. მისი თქმით, უცხოელ მომხმარებელს დღემდე არ შეუძლია საქართველოში ჩამოსვლა და ავტომობილების პირადად შეძენა, რის გამოც კომპანიამ გაყიდვების მეთოდი და ტექნოლოგია სწრაფად შეცვალა.

"ჩვენ სწრაფი მოქმედებით შევძელით და გაყიდვების ტექნოლოგიები სრულიად შევცვალეთ. გაზაფხულზე საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ დისტანციური გაყიდვების განყოფილება ფაქტობრივად ნულიდან ავაწყვეთ - სამსახურში ახალი კადრები ავიყვანეთ, გადავამზადეთ და საკმაოდ მოცულობითი მარკეტინგული კამპანიები ვაწარმოეთ. მაგალითისთვის, დღეს უკვე უკრაინელ პოტენციურ მყიდველს მანქანის შეძენა დისტანციურად Viber-ით და WhatsApp-ის საშუალებით შეუძლია“, - განაცხადა „ავტოპაპას“ გენერალურმა დირექტორმა.

მისი თქმით, ახალ დღის წესრიგზე ადაპტირებამ გაზარდა როგორც მათთან დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე, გაყიდვების მაჩვენებელიც, რომელიც ივლისში პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.

„შსს-ს მონაცემების მიხედვით, ივლისში გაყიდვების იმ ნიშნულზე დავბრუნდით, რომელიც პანდემიამდე - თებერვალში გვქონდა და საქართველოდან უკრაინაში, ამ პერიოდში, 1 000-მდე მანქანა იყო ექსპორტირებული“, - აღნიშნა ევგენი უსტინოვმა.

რუსთავის ავტობაზრობის ხელმძღავნელი ამბობს, რომ დღეს უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ავტომობილის შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ, რადგან გაყიდვების პროცესი 100%-ით დისტანციურად ხორციელდება - შერჩევის და გაფორმებიდან დაწყებული, პორტში ტრანსპორტირებით და გემით უკრაინაში გადაგზავნით დასრულებული.

„ამ საკითხში მთავარი რეპუტაცია და ნდობაა: მყიდველებს, რა თქმა უნდა, სურვილი აქვთ ავტომობილის შესახებ ყველაფერი იცოდნენ. სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას კი ჩვენ უზრუნველვყოფთ. რთულია მყიდველისთვის გამოგზავნოთ საქართველოში იმ ავტომობილის საფასური მაგალისთვის 10 000 დოლარი, რომელიც ერთხელაც არ უნახია, არ დაუტესტავს.

იმისთვის, რომ უკრაინელ მომხმარებელს არანაირი ეჭვი არ ჰქონდეს, ჩვენი თანამშრომლები ონლაინ რეჟიმში იღებენ ვიდეოებს, ატარებენ ტესტ-დრაივებს და ავტომობილს ყველანაირად ამოწმებენ. ამ პროცესს განაცხადის გაკეთებას ვეძახით. ერთი კვირის წინ ჩვენ რიგით 10 000-ე განაცხადი მივიღეთ, რისთვისაც მომხმარებელს საჩუქრად ქართული ღვინო და ჩურჩხელა გავუგზავნეთ“, - უთხრა BM.GE-ის „ავტოპაპას“ ხელმძღავნელმა.

ევგენი უსტინოვი აღნიშნავს, რომ ბაზრობამ პანდემიის დაწყებისას და ახლაც პარტნიორებისთვის ბაზრობის ტერიტორიაზე ავტომობილების პარკირებისთვის განსაკუთრებული შეღავათები აამოქმედა.

„კომპანიისთვის ყველაზე დიდ პრობლემას ჩვენი მომხმარებლების და პარტნიორების - საქართველოს მოქალაქეების ფინანსური პრობლემები წარმოადგენს. მათ მხარდასაჭერად ბაზრობაზე პარკირების საფასური 10-ჯერ შევამცირეთ და თუ კარანტინამდე დასვენების დღეებში პარკირება 30 ლარი ღირდა, რაც ტერიტორიაზე პირველ შესვლასაც მოიცავდა, 23 მარტიდან მომსახურების საფასური საგანგებო მდგომარეობის პერიოდში 1 ლარი , ხოლო 1 ივნისიდან -3 ლარიგახდა “, - აღნიშნა ბაზრობის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ აღნიშნული ტარიფები „ავტოპაპას“ პარტნიორებისთვის დღეიდან კვლავ ამოქმედდება.