23.ნოემბერი .2020 21:39

"გორგია" - წერტილოვანი დარტყმებით უფრო რეალური ბრძოლა შეიძლება ვირუსთან

"გორგია" - წერტილოვანი დარტყმებით უფრო რეალური ბრძოლა შეიძლება ვირუსთან
views 1838
უკან

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული შეხვედრა იყო, განვიხილეთ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვების უფრო გამკაცრება, - ამის შესახებ ჰიპერმარკეტების ქსელ "გორგიას" კომერციულმა დირექტორმა დავით აზმაიფარაშვილმა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბაზრობების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ წერტილოვანი დარტყმებით უფრო რეალური ბრძოლა შეიძლება ვირუსთან. "გორგიას" კომერციული დირექტორის თქმით, ასე ბიზნესს, განსაკუთრებით საცალო სექტორის ბიზნესს და მოსახლეობას მეტი შეღავათი ექნება.

„შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ბიზნესისთვის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ როდესაც დაგეგმილად აკეთებ, თუნდაც შემზღუდავ ღონისძიებებს, უფრო დადებით შედეგს იღებ, ვიდრე მეორე დღეს გამოაცხადებენ, რომ ახალი შეზღუდვა შემოდის. ასეთ შეხვედრებს მივესალმებით და მოხარულები ვიქნებით, რომ ასეთ რიტმში გაგრძელდეს“, - განაცხადა დავით აზმაიფარაშვილმა.