მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გორგია": ტრანსპორტირება 300-400%-ით გაძვირდა

62412ccb56560
სალომე ჭიპაშვილი
28.03.22 19:00
1886
„რუსეთისა და უკრაინის ბაზარზე ჩვენი კომპანიის დამოკიდებულება 2-3%-ია“, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ „გორგიას“ ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, დავით აზმაიფარაშვილმა განაცხადა.

„რუსეთ-უკრაინის ომის გამო პროდუქციის იმპორტის შემცირების რისკებს ვერ ვხედავთ, რადგან ამ ბაზრებზე „გორგიას“ დამოკიდებულება ისედაც მინიმალური იყო. როგორც პანდემიის, ასევე ომის პერიოდშიც ვცდილობთ პროდუქციაზე ფასები შევინარჩუნოთ. ამ მომენტისთვის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასიც გვიჭირავს", - განაცხადა დავით აზმაიფარაშვილმა.

მისივე თქმით, შეიძლება პანდემია უკვე დასრულებულად ჩაითვალოს, რეგულაციების მიმართულებით რისკები აღარ არის, მაგრამ წარმოებების ძველ დონეზე დაბრუნებას მაინც გარკვეული დრო დასჭირდება.

„პანდემიის პერიოდში პროდუქციის სიმცირემ და მოთხოვნის ზრდამ კიდევ ერთი პრობლემა წარმოქმნა. ლოგისტიკის ფასები გაიზარდა, ამას რუსეთ-უკრაინის ომიც დაემატა და საერთო ჯამში ტრანსპორტირების ღირებულება წინა წელთან შედარებით 300-400%-ით არის გაზრდილი, თუმცა ჩვენი კომპანია ფასების შესანარჩუნებლად მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს", - აღნიშნა აზმაიფარაშვილმა.

შეგახსენებთ, სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „გორგია“ ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს და მარტის ბოლოს რიგით მე-10 ფილიალს გახსნის.