მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინტერნეტმომხმარებელს არ უყვარს ხელოვნურობა" - ირაკლი კაკაბაძე Youtube-ის მარკეტინგულ უპირატესობებზე

60d714e966b30
თამთა ჯიჯავაძე
26.06.21 15:47
665
ინტერნეტმომხმარებელი არ უყვარს ხელოვნურობა, თუ არ არის გულწრფელი, რასაც აკეთებ, და თუ არის გაპრიალებული და დადგმული, ის არ იქნება ნახვადი. ამის შესახებ გადაცემა BMGDRIVE-ში პროდუსერმა და წამყვანმა ირაკლი კაკაბაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ინტერნეტით კონტენტის გავრცელებას თავისი პლუსი და მინუსი აქვს:

„მინუსია ის, რომ ინტერნეტმაყურებელი ძალიან დაკვირვებულია, ყველაფერს ამჩნევს და არაფერს არ გპატიობს. ვერ იტყვი, რომ არაუშავს ვერ შეამჩნევენო. მეორე მხრივ, ძალიან ერთგულია. შენთან ერთად ღელავს, თუ რაიმე არ გამოგივიდა“.

მისივე თქმით, ტენდენციები აჩვენებს რომ ძალიან მარტივ და თან უცნაური შინაარსის ვიდეოებს აქვს ყურება. თუმცა, თუ რატომ, ამის ამოხსნა არ არსებობს.

„ერთი პერიოდი პოპულარული იყო ვიდეოები, სადაც ჩანდა თუ როგორ პრესავდნენ ჰიდრავლიკური წნეხით სხვადასხვა ტექნიკას. მეც ყურადღებით ვუყურებდი, არადა წინასწარ ხომ ვიცით, რომ რაღაც მომენტში დაპრესავენ და მორჩა. ეს საინტერესო ფენომენია, რომ მსგავს ვიდეოებს ნახვა აქვს. ვიღაც მსგავს ერთ ვიდეოს დადებს, და შემდეგ ამას აჰყვებიან სხვები, სხვებიც იღებენ, დებენ და ბევრი ნახვა აქვთ. რის მიხედვით უნდა შეარჩიო ვიდეოს თემა, არ ვიცი, იმიტომ რომ ბევრი რაღაც გვიცდია და არ გამოსულა. ხოლო ბევრი რაღაც არ გვიცდია და გამოსულა“, - აღნიშნა Youtube-ის მარკეტინგულ უპირატესობებზე საუბრისას ირაკლი კაკაბაძემ.