მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯეო ჰოსპიტალსი" უკრაინის მოქალაქეებს უფასო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას გაუწევს

62236b5704cb9
BM.GE
05.03.22 17:47
1004
"ჯეო ჰოსპიტალს“-ი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და მათ მხარდასაჭერად იმ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც საომარი მდგომარეობის გამო მოუწიათ საქართველოში დარჩენა, ჯეო ჰოსპიტალსის ქსელის მასშტაბით უფასო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და ექიმების კონსულტაციას სთავაზობს.

"სამედიცინო პერსონალმა, ისე როგორც არავინ, ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი. გვსურს, გამოვხატოთ თანადგომა უკრაინელი ხალხისადმი და ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ მათ მხარდასაჭერად.

იმ უკრაინელი მეგობრებისათვის, რომლებსაც საომარი მდგომარეობის გამო მოუწიათ საქართველოში დარჩენა, ჯეო ჰოსპიტალსის ქსელის მასშტაბით ხელმისაწვდომია უფასო გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ექიმების კონსულტაცია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, უკრაინის მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში ამოქმედდა (დაგვიკავშირდით ნომერზე 0322505222)"-ნათქვამია "ჯეო ჰოსპიტალსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავდროულად, "ჯეო ჰოსპიტალსი უკრაინაში" აგზავნის ჰუმანიტარულ ტვირთს პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებისა და საჭირო მედიკამენტების სახით.

უკრაინელ კოლეგებთან და ხალხთან ტვირთის დროულად მიწოდებაში "ჯეო ჰოსპიტალსს" კამპანია #აწარმოეუკრაინისთვის დაეხმარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები